რეალი, ბარსელონა, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

“ბედნიერი ვარ, რომ ასეთ დიდ კლუბს ვწვრთნი“ - ანჩელოტი ელ კლასიკოს შემდეგ

ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალურ განმეორებით დაპირისპირებაში „რეალი“ „ბარსელონას“ ესტუმრა და 4:0 დაამარცხა. მადრიდულმა კლუბმა მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, კატალონიური გრანდი 4-ბურთიანი სხვაობით დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, „სამეფო კლუბის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა ანჩელოტიმ?

„წინა მარცხები ჩვენს რეალურ ძალას არ ასახავდა. მიუხედავად ამისა, მიდგომა არ შეგვიცვლია. მოედანზე გამარჯვებისთვის გავედით. კამავინგას თამაშით კმაყოფილი ვარ. ის მრავალფეროვანი მოთამაშეა. ბენზემა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. როდესაც ფორმაშია დიდ განსხვავებას ქმნის. პრეტენზია არაფერზე მაქვს. ბედნიერი ვარ, რომ ასეთ დიდ გუნდს ვწვრთნი.

ვინისიუსის კარგად მესმის. ასეთი რაღაცები ხდება. მისი გაყვანა გადავწყვიტე, რადგან ფინალის გამოტოვების საშიშროება იყო. გამარჯვება სტადიონის ნაცვლად გასახდელში აღვნიშნეთ. იმედი მაქვს, სტადიონზე ფინალის მოგება ვიზეიმებთ.“

შეგახსენებთ, რომ მადრიდელთა მხრიდან ჰეთ-თრიკი ბენზემამ შეასრულა, ხოლო ერთი გოლი ვინისიუსმა გაიტანა. „სამეფო კლუბი“ კოპა დელ რეის ფინალში „ოსასუნას“ დაუპირისპირდება.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩავი: ეს სამარცხვინო შედეგია, თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ
ჩავი: ეს სამარცხვინო შედეგია, თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ