მოგებათა სერია შეწყდა - დინამომ იადრანთან წააგო
Aa
Aa

მოგებათა სერია შეწყდა - დინამომ იადრანთან წააგო

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მორიგ ტურში თბილისის „დინამომ“ „იადრანს“ უმასპინძლა და სამწუხაროდ 7:12 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ხორვატები აქტიურობდნენ, რაც მეოთხედების ანგარიშშიც აისახა.

პირველი მეოთხედი „იადრანმა“ 4:2 მოიგო, მეორე 4:1 და სტუმრები შესვენებაზე დამაჯერებელი ანგარიშით 8:3 გავიდნენ.

მესამე პერიოდში მასპინძლებმა უკეთ ითამაშეს, მაგრამ 1:2 დამარცხდნენ, ხოლო ბოლო მეოთხედში „დინამომ“ 3:2 მოიგო, თუმცა საბოლოო ჯამში, როგორც უკვე მოგახსენეთ 7:12 დამარცხდა.

თბილისური კლუბიდან გოლები ტყეშელაშვილმა(3), პიეშივაცმა(2), ახვლედიანმა და იმნაიშვილმა გაიტანეს.

შეგახსენებთ, რომ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე „დინამომ“ დღევანდელ დაპირისპირებამდე ორი მატჩი მოიგო. ჯერ „ჰანოვერი“ 10:8 დაამარცხა, ხოლო შემდეგ „რადნიჩკი“ 13:8. ცნობისთვის, სტანოევიჩის გუნდი სატურნირო ცხრილში 6 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლის ფეხბურთელი: „კვარა-ოსიმენის დუეტი ამ წუთისთვის მსოფლიოში საუკეთესოა“
ნაპოლის ფეხბურთელი: „კვარა-ოსიმენის დუეტი ამ წუთისთვის მსოფლიოში საუკეთესოა“