Aa Aa
28 აგვისტო 2017  |  17:11

„მონაკომ“ მბაპე იოვეტიჩით ჩაანაცვლა

„ინტერის“ შემტევი სტევან იოვეტიჩი „მონაკოში“ გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ კლუბებს ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ, სოციალურ ქსელებსა და ფრანგულ პრესაში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩერნოგორიელი თავდამსხმელი „მონაკოს“ 10 ნომრიან მაისურში არის გამოწყობილი.

ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით ძალიან მალე კილიან მბაპეს ტრანსფერს უნდა ველოდოთ. შეგახსენებთ, რომ სწორედ ფრანგი თამაშობდა „მონაკოში“ 10 ნომრიანი მაისურით.

დიდი ალბათობით მბაპე „პარი სენ ჟერმენს“ 185 მილიონ ევროდ გადავა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში