ილია თოფურია, ჯოშ ემეტი
Aa
Aa

„იგივე შედეგი, ფინიში პირველ რაუნდში“ - თოფურია ემეტთან ჩხუბზე

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია მომდევნო ჩხუბს თბილისის დროით, 18 ივნისს გამართავს და ჯოშ ემეტს დაუპირისპირდება. „ელ მატადორი“ საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია და ვარაუდობს, რომ ბრძოლას პირველ რაუნდში დაასრულებს.

„მორიგი ჩხუბი, იგივე შედეგი... პირველ რაუნდში დავაფინიშებ. 14-0 მოდის“, - განაცხადა ილიამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ემეტის დაპირისპირება ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება და წინ 5-რაუნდიანი ბრძოლა გველოდება. ემეტი ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია და ტოპ 15-ში მე-5 პოზიციას იკავებს.

თოფურიამ ბოლო ბრძოლა 2022 წლის დეკემბერში, ბრაის მიტჩელის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე ვადაზე ადრე, მახრჩობელა ილეთით დაამარცხა. MMA-ში ქართველი მებრძოლის ბალანსი 13:0-ზეა და ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის დივიზიონში მე-9 ადგილზე იმყოფება. ემეტმა ბოლოს იაირ როდგირესთან იჩხუბა და მახრჩობელა ილეთით დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები