ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ლუჩიანო მოჯი
Aa
Aa

ლუჩანო მოჯი: „ოსიმენი კვარაზე გადამწყვეტია, ვიქტორი საოცარი ფეხბურთელია“

„ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ლუჩანო მოჯიმ ვიქტორ ოსიმენი შეაქო. მოჯი სატელევიზიო გადაცემის, Diretta Mercato-ს სტუმარი იყო და განაცხადა, რომ ნიგერიელი თავდამსხმელი „პარტენოპეისთვის“ ხვიჩა კვარაცხელიაზე მნიშვნელოვანია.

„ნაპოლიმ ოსიმენი რომ დათმოს, ქალაქში რევოლუცია დაიწყება. ხვიჩა კვარაცხელიას უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ ნიგერიელი არის ფეხბურთელი, რომელიც განსხვავებას ქმნის. წლეულს, მან საკუთარ თავს აჯობა და უფრო გამანადგურებელი გახდა. არ ვიცი, აურელიო დე ლაურენტისი მას გაყიდის თუ არა. ნაპოლის ფინანსური პრობლემები არ აქვს და მისი შენარჩუნება შეუძლია.

მახსოვს, მარიო რუის ვესაუბრე და მითხრა, რომ ოსიმენი საოცარი ფეხბურთელია. უბრალოდ ბურთი გადაუგდეთ და მან იცის, საგოლე მომენტები როგორ შექმნას. ვიქტორი არის ფეხბურთელი, რომელიც განსხვავებას ქმნის. ჩემპიონთა ლიგას რაც შეეხება, ნაპოლი ფავორიტია, მაგრამ დარწმუნებით ვერ ვიტყვით, რომ პარტენოპეი მომდევნო ეტაპზე გავა. ორი თამაშია და ყველაფერი შეიძლება, მოხდეს“.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე „ნაპოლის“ მაისურით 29 შეხვედრა ჩაატარა, რომლებშიც 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა, იტალიის სერია A-ში კი მის ანგარიშზე 12 გოლი და 10 საგოლე პასია. ოსიმენმა იტალიის ჩემპიონატში თავი 21-ჯერ გამოიჩინა, ჩემპიონთა ლიგაზე - 4-ჯერ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გალია კვარასთვის - რას აპირებს სტეფანო პიოლი
გალია კვარასთვის - რას აპირებს სტეფანო პიოლი