გიორგი მიქაუტაძე, ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

AreaNapoli: “კიდევ ორმა ფეხბურთელმა გაგვაოცა“

საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების დაპირისპირების შემდეგ, იტალიურმა მედიამ კიდევ ორი „ჯვაროსანი“ გამოარჩია. საუბარი ზურიკო დავითაშვილზე და გიორგი მიქაუტაძეზე გახლავთ. მათ შესახებ გამოცემა AreaNapoli წერს.

AreaNapoli:

„საოცარია ის ფაქტი, რომ ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა ნიჭიერის სამჭედლო ჰქონდეს. ბოლო პერიოდში, ქართულ ფეხბურთში დიდი წინსვლაა. თბილისის „დინამო“ და ბათუმის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონატის ორი საცნობარო გუნდია. შეგვიძლია გავიხსენოთ კახა კალაძე და შოთა არველაძე. ახლა კი საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი წარმოჩინდა. მსოფლიოს ვიცე ჩემპიონის, ვილი სალიონის გაწვრთნილ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის კარგი შანსი აქვს.

რომ აღარაფერი ვთქვათ ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელიც „ნაპოლის“ იდეალურად მოერგო და ერთ-ერთი ლიდერი გახდა, ნორვეგიასთან და მონღოლეთთან მატჩში კიდევ ორმა ქართველმა გაგვაოცა. გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი. პირველმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მეორე ნორვეგიის ნახევარდაცვას თავისი დრიბლინგებით პანიკაში აგდებდა. ორივე ფეხბურთელი საფრანგეთის ლიგა 2-ში თამაშობს.

მიქაუტაძე „მეცში“ თამაშობს და 14 გოლით ლიგა 2-ის მთავარი ბომბარდირია. დავითაშვილი თავისი ტექნიკური უნარებით „ბორდოს“ ლიგა 1-ში აბრუნებს. სკაუტებმა მათი თამაში შეამჩნიეს და შესაძლოა ისინი უახლოეს მომავალში სხვა უკეთეს გუნდებში ვიხილოთ.“

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ნორვეგიის დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა. სტუმართა მხრიდან ანგარიში სორლოტმა გახსნა, ხოლო ანგარიში მეორე ტაიმში გიორგი მიქაუტაძემ გაათანაბრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Foot Mercato: „კვარა ნაპოლის შეუთანხმდა, ახალი კონტრაქტი გამოსასყიდი თანხის გარეშე“
Foot Mercato: „კვარა ნაპოლის შეუთანხმდა, ახალი კონტრაქტი გამოსასყიდი თანხის გარეშე“