ხვიჩა კვარაცხელია, კილიან მბაპე, სადიო მანე, მარკუს რაშფორდი, ლეროი სანე, იაია ტურე
Aa
Aa

არც კვარა, არც ვინისიუსი, არც მბაპე | იაია ტურემ ტოპ 3 მარცხენა გარემარბი დაასახელა

„მანჩესტერ სიტისა“ და „ბარსელონას“ ყოფილმა ნახევარმცველმა, იაია ტურემ საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიპყრო. ESPN-მა ტურეს მსოფლიოს ტოპ 3 მარცხენა გარემარბის დასახელება სთხოვა და მისმა არჩევანმა ქომაგთა შორის დიდი გაოცება გამოიწვია.

ტურეს სამეულში ვერ ნახავთ ხვიჩა კვარაცხელიას, კილიან მბაპეს, ვინისიუს ჟუნიორს, მარკუს რაშფორდსა და სხვებს. სამაგიეროდ, „სიტის“ ყოფილმა ფეხბურთელმა თავის რჩეულთა შორის რაჰიმ სტერლინგი, ლეროი სანე და სადიო მანე მოახვედრა.

ტურეს არჩევანის ამსახველი ვიდეოს გავრცელების შემდეგ, „ტვიტერის“ მომხმარებლებმა იაიას დასცინეს. „ტურე ფეხბურთს აღარ უყურებს“, - განაცხადა ერთმა მომხმარებელმა. „კვარა არავინ ახსენა?“, - დასძინა მეორემ. „სტერლინგი, მანე და სანე 2023 წელს? რას იღებს ძალიან მაინტერესებს“, - თქვა მესამემ. „ამ ვიდეოთი შეგიძლიათ, დაასკვნათ, რომ ტურე ფეხბურთს საერთოდ არ უყურებს“, - აღნიშნა მეოთხემ.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, სანემ ყველა ტურნირის ეგიდით, 13 გოლი და 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მისი თანაგუნდელის, სადიო მანეს ანგარიშზე 28 შეხვედრაში გაფორმებული 11 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა, ხოლო სტერლინგმა 27 მატჩში თავი 7-ჯერ გამოიჩინა.    

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოსტიგორი: „კვარა ძლიერი ფეხბურთელია, ნაკრებში სხვანაირად თამაშობს“
ოსტიგორი: „კვარა ძლიერი ფეხბურთელია, ნაკრებში სხვანაირად თამაშობს“