გიორგი გაგუა, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, გიორგი გულიაშვილი
Aa
Aa

გულიაშვილის გამარჯვების გოლი - 21-წლამდე ნაკრებმა ლატვია დაამარცხა

რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ლატვიის 21-წლამდე ნაკრები დაამარცხა (0:1).

თურქეთში გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი 21-ე წუთზე გავიდა, გიორგი გაგუას საგოლე პასის შემდეგ გიორგი გულიაშვილი მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და მახვილი კუთხიდან გაიტანა. საქართველოს ნაკრები დიდ უპირატესობას ფლობდა, თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში თამაში სვანაძის გუნდის დომინირებით მიმდინარეობდა, შედეგი ლოგიკურია.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: კუტალაძე, კალანდაძე, გელაშვილი, მაისურაძე (ცოტნე კაპანაძე 46), ხვადაგიანი, ოთარ მამაგეიშვილი, მოისწრაფიშვილი (ფარულავა 46), ლომინაძე, გულიაშვილი (ჯინჯოლავა 71), კვერნაძე (გიზი მამაგეიშვილი 84), გაგუა (ლომთაძე 59)

სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ და თამაშში მონაწილეობა არ მიუღიათ შემდეგ ფეხბურთელებს: თორნიკე მეგრელიშვილი, ლევან თანდილაშვილი, მათე აბულაძე, ბექა დარცმელია, გიორგი გვიშიანი.

ფოტო: Nakrebi.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არველაძე და ქინქლაძე ლეგენდებში მატჩში - შოთა გოლის გატანასთან ახლოს იყო
არველაძე და ქინქლაძე ლეგენდებში მატჩში - შოთა გოლის გატანასთან ახლოს იყო