U21 ევროპის ჩემპიონატი
Aa
Aa

U21 | ბათუმში ევროპის ჩემპიონატის თასი წარადგინეს

21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის თასი ტურნირის ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქს, ბათუმს ესტუმრა.

გათამაშების მთავარი ჯილდო გულშემატკივრებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა წარუდგინეს, რომელსაც საზეიმო კონცერტიც მიეძღვნა.

ბათუმი პირველი მასპინძელი ქალაქია, რომელმაც 2023 წელს 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის თასს უმასპინძლებს. ჯილდო ქალაქში რამდენიმე დღის განმავლობაში გაჩერდება, შემდეგ კი ყველა მასპინძელ ქალაქს შემოივლის.

შეგახსენებთ, რომ U21 ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება, ფინალური მატჩი კი სწორედ ბათუმის სტადიონზე ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შესვენებაზე ჩაკვეტაძეს ვუთხარი, რომ ცენტრში ემოქმედა“ - რა თქვა სანიოლმა
„შესვენებაზე ჩაკვეტაძეს ვუთხარი, რომ ცენტრში ემოქმედა“ - რა თქვა სანიოლმა