ოთხთა ტურნირი | 18-წლამდე ნაკრების ფრე ფინეთთან
Aa
Aa

ოთხთა ტურნირი | 18-წლამდე ნაკრების ფრე ფინეთთან

საქართველოს 18-წლამდე ნაკრები პორტუგალიაში იმყოფება, სადაც ოთხთა ტურნირში იღებს მონაწილეობას. ქართველთა მეტოქეები მასპინძელი პორტუგალია, ავსტრია და ფინეთი არიან. ვასილ მაისურაძის გუნდმა პირველი მატჩი გამართა და ფინეთს დაუპირისპირდა.

შეხვედრაში ანგარიში ფინელებმა გახსნეს. 50-ე წუთზე, ქართველთა კარი ლაური ლაინემ აიღო და საკუთარი გუნდი დააწინაურა. საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაათანაბრა. 92-ე წუთზე, ნიკოლოზ ნინიძემ ლამაზი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:1.

შეგახსენებთ, რომ ვასილ მაისურაძის გუნდი 26 მარტს, მასპინძელ პორტუგალიას შეხვდება და დასკვნით მატჩს 28 მარტს, ავსტრიის წინააღმდეგ ჩაატარებს. პორტუგალიასთან ჩანიშნული შეხვედრა თბილისის დროით 18:00-ზე დაიწყება, ხოლო ავსტრიასთან - 15:00-ზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოსიმენს ჰკითხეს ხვიჩას გვარი როგორ წარმოითქმის - „კვარას ვეძახით“
ოსიმენს ჰკითხეს ხვიჩას გვარი როგორ წარმოითქმის - „კვარას ვეძახით“