ტოჩინოშინი, ჰარუ ბაშო
Aa
Aa

მე-9 მარცხი ჰარუ ბაშოზე - ტოჩინოშინი კვლავ ვერ იგებს

ჰარუ მაშოს მე-11 საშეჯიბრო ჯურიო დივიზიონში მოასპარეზე ტოჩინოშინი მე-7 ჯურიო აკუას შეხვდა და უშანსოდ, ოშიდაშით დამარცხდა.

შეხვედრის სტარტზე ტოჩინოშინმა ერთი შეხედვით ჰენკას გაკეთება სცადა, თუმცა მეტოქეს ძლიერი ტაჩიაის გამო ჩანაფიქრი ვერ განახორციელა, რის გამოც დოჰიო ფაქტობრივად უბრძოლველად დატოვა.

შესაბამისად, ლევანმა მარტის სუპერტურნირზე მე-9 წაგება გაიფორმა, მის ანგარიშზე კი მხოლოდ 3 მოგებაა. სამწუხაროდ, ქართველ სუმოისტს უარყოფითი ბალანსი გარანტირებული აქვს. ამ ეტაპზე, ის მე-2 ჯურიოა და ბაშოს დასრულების შემდეგ დაქვეითება არ აცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრავმა გაურთულდა და დანებდა - ტოჩინოშინის მე-7 მარცხი
ტრავმა გაურთულდა და დანებდა - ტოჩინოშინის მე-7 მარცხი