ხვიჩა კვარაცხელია, ლუჩანო სპალეტი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„ისტორია ამბობს, რომ ამხელა უპირატესობა მეორე სეზონზეც მოქმედებს“ - GDS-ი ნაპოლიზე

გავლენიანი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი ლუჩანო სპალეტის „ნაპოლის“ შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ხშირად, როცა გუნდი სეზონს ამხელა უპირატესობით იგებს, ეს ეფექტი მომდევნო სეზონზეც გადადის და შედეგიანობას ინარჩუნებს.

La Gazzetta dello Sport-ი ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის დუეტსაც ახსენებს.

„ლუჩანო სპალეტი შესაძლოა პეპ გუარდიოლას და რობერტო მანჩინის გვერდით მოვიხსენიოთ. ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი შესაძლოა ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და კუნ აგუეროს მსგავსად მოვიხსენიოთ. ასევე მესის გვერდით და რობენი-რიბერის დუეტთან ერთადაც.

მთავარი თემა არის ის, რომ გუნდი ჩემპიონატს მაქსიმალური უპირატესობით იგებს. ნაპოლი ლაციოს 19 ქულით უსწრებს. ამ მომენტისთვის მათი საშუალო მაჩვენებელი 2.62 არის და თუ ასე განაგრძეს 100 ქულამდე მიაღწევენ.

საინტერესოა, რამდენად იქნება ნეაპოლელთა ეს რეკორდული სეზონი მომდევნო წელსაც შედეგიანი. მსგავსი შედეგების დამფიქსირებელი გუნდები მანჩესტერი, ინტერი და ბაიერნი მომდევნო სეზონებშიც ჩემპიონები გახდნენ. ბარსამ და პსჟ-მ კი მეორე ადგილი დაიკავეს (ატლეტიკოს და მონაკოს შემდეგ), თუმცა შემდეგ ტიტული კვლავ დაიბრუნეს“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ სკუდეტო 1990 წლის შემდეგ არ მოუგია. ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში კი ისტორიაში პირველად გავიდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩას პოზიციაზე მბაპე თამაშობს და პსჟ-ს როგორ უნდა მოერგოს?“
„ხვიჩას პოზიციაზე მბაპე თამაშობს და პსჟ-ს როგორ უნდა მოერგოს?“