ხვიჩა კვარაცხელია, რობერტო დონადონი
Aa
Aa

დონადონი: „ხვიჩა უნიკალურია, ნაპოლის მილანთან უპირატესობა აქვს“

იტალიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა და „მილანის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, რობერტო დონადონიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. დონადონი ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგებსაც გამოეხმაურა და უპირატესობა „პარტენოპეის“ მიანიჭა.

„ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული ტურნირია, რომელიც ფეხბურთელებს დამატებით სტიმულს აძლევს. დღევანდელი შეფასებით, ჩანს, რომ ნაპოლის მილანთან შედარებით უპირატესობა აქვს, რადგან უკეთეს მდგომარეობაში იმყოფება და უნიკალური გუნდური სულით გამოირჩევა, თუმცა მეოთხედფინალში სუსტი მეტოქეები არ არიან.

კვარაცხელიას რაც შეეხება, ხვიჩა უნიკალური ფეხბურთელია. არ ვიცი, მგავს თუ არა, მაგრამ შესანიშნავი აღმოჩენაა, რომელიც ნაპოლის მენეჯერებმა იპოვეს. ტექნიკის გარდა, ვხედავთ, რომ კვარაცხელიას უდიდესი სურვილი აქვს, წინ წავიდეს და საკუთარი ღირებულება დაამტკიცოს“.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე „ნაპოლის“ მაისურით 29 შეხვედრა ჩაატარა, რომლებშიც 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა, იტალიის სერია A-ში კი მის ანგარიშზე 12 გოლი და 10 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვინ იქნება ილიას მომდევნო მეტოქე | ორი ვარიანტი განიხილება
ვინ იქნება ილიას მომდევნო მეტოქე | ორი ვარიანტი განიხილება