ხვიჩა კვარაცხელია, ჯოვანი დი ლორენცო
Aa
Aa

„რატომ არ იბადებიან კვარაცხელიები იტალიაში?“ - დი ლორენცოს პასუხი

იტალიის ეროვნული ნაკრების და „ნაპოლის“ ფეხბურთელმა ჯოვანი დი ლორენცომ, რომელიც ნეაპოლური კლუბის კაპიტანია, იტალიურ მედიასთან საინტერესო თემებზე ისაუბრა. ერთ-ერთი კითხვა ხვიჩა კვარაცხელიას ეხებოდა, თუ რატომ არ იბადებიან მისი დონის ფეხბურთელები იტალიაში. დი ლორენცოსთან ინტერვიუს „გაძეტა“ ავრცელებს.

კითხვა ასეთი იყო: „კვარაცხელიები რატომ არ იბადებიან იტალიაში?“

დი ლორენცო: „ასე არაა, იტალიაში ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა ძლიერი, მათგან მხოლოდ მცირედი თამაშობს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ჩვენი მაღალი დონის მოთამაშეების ტრადიცია დაიკარგა. მთავარია გავზარდოთ მოთამაშეები და მათ განვითარების საშუალება მივცეთ. ბევრი მოთამაშეა, რომლებიც შესაძლოა სხვადასხვა მიზეზის გამო სერია ა-ში არ თამაშობენ. მე რთული გზა მქონდა, თუმცა ხალხი სწორად შევარჩიე და ვიპოვე ის ადამიანები, ვინც შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება მომცა“.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 21 მატჩში 11 გოლი შეაგდო. ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილზეა. მას ოსიმენი (21) და ლაუტარო მარტინესი (14) უსწრებენ. სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი საგოლე პასი ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა (10). სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგის გათვალისწინებით, კვარაცხელიამ 30 მატჩში 14 გოლი შეაგდო და 14 საგოლე პასი შეასრულა.

დი ლორენცომ რობერტო მანჩინისა და ლუჩანო სპალეტის შესახებ ისაუბრა: „ყოველთვის მანჩინის მადლიერი ვიქნები, მან ეროვნულ ნაკრებში დებიუტის შანსი მომცა. მომწონს სპალეტი, რომელიც გვარებს არ უყურებს, არამედ მას ათამაშებს, ვინც იმსახურებს. გარდა იმისა, რომ კაპიტანი გავხდი, სპალეტისთან მუშაობით დიდი პროგრესი ვაჩვენე“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფერლაინო: „კვარაცხელია მიყვარს, მაგრამ ისტორიას პატივი უნდა ვცეთ“
ფერლაინო: „კვარაცხელია მიყვარს, მაგრამ ისტორიას პატივი უნდა ვცეთ“