ხვიჩა კვარაცხელია, დიეგო მარადონა, ლეო ოსტიგორი
Aa
Aa

„ბრწყინვალე არტისტი კვარაცხელია“ - ნორვეგიული VG-ის სიუჟეტი ხვიჩაზე

ნორვეგიულმა VG-მ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სიუჟეტი გააკეთა. სიუჟეტის ავტორი ნეაპოლში იმყოფებოდა და გუნდის ნორვეგიელ მცველს, ლეო ოსტიგორს ესაუბრა.

VG-ს სიუჟეტის ტექსტი ასეთია: „ნეაპოლში დიეგო მარადონა ნამდვილი ღმერთია. ჩვენ ეს ვიცით, მან „ნაპოლისთან“ ერთად 1987-90 წლებში ტიტულების სერია შემოგვთავაზა, მაგრამ ახლა სამხრეთ იტალიაში ახალი გმირი გამოჩნდა. ბრწყინვალე არტისტი ხვიჩა კვარაცხელია, რომლის მეტსახელია „კვარადონა“. კვარაცხელიასთან და ოსიმენთან ერთად „ნაპოლიმ“ 60-ზე მეტი გოლი გაიტანა. „ნაპოლი“ ოქროს სერიით მიჰქრის.“

სიუჟეტში „ნაპოლის“ ნორვეგიელი მცველი ლეო ოსტიგორი ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს: „ნაპოლიში“ პირველივე კვირის შემდეგ ჩემს მეგობრებს ვუთხარი, რომ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშისთვის თვალი უნდა ედევნებინათ. მართალი ვიყავი. ის კარგია დრიბლინგისას და მარტოს შეუძლია რაღაცების გადაწყვეტა. საფეხბურთო სიგიჟე ნეაპოლში განსაკუთრებულია. მათ უნდა მივცეთ ის, რაც ყველაზე მეტად უნდათ და თავი კარგ მდგომარეობაში ჩავიყენოთ“.

ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ მატჩს ნორვეგიასთან 28 მარტს გამართავს. შეხვედრას ბათუმის სტადიონი უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 21 მატჩში 11 გოლი შეაგდო. ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილზეა. მას ოსიმენი (21) და ლაუტარო მარტინესი (14) უსწრებენ. სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი საგოლე პასი ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა (10).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელია უკვე მძვინვარებდა“ - ჯორჯია როსიმ ხვიჩას დებიუტი გაიხსენა
„კვარაცხელია უკვე მძვინვარებდა“ - ჯორჯია როსიმ ხვიჩას დებიუტი გაიხსენა