Aa
Aa

იტალიური პრესა: "იუვენტუსმა" გერმანიის ნაკრების წევრის ტრანსფერი შეათანხმა!

თითქმის ყველა წამყვანი იტალიური გამოცემა წერს, რომ ტურინის "იუვენტუსმა" ლეონარდო ბონუჩის შემცვლელს მიაგნო და მისი ტრანსფერი შეათანხმა.

"ბებერმა ქალბატონმა" გერმანულ "შალკესთან" მისი კაპიტნის, ბენედიქტ ჰიოვედესის ტრანსფერზე მოილაპარაკა.

Gazzetta dello Sport და Corriere dello Sport ავრცელებენ ცნობას, რომ ჰიოვედესი იტალიაში სამედიცინო შემოწმების გასავლელად უახლოეს დღეებში ჩავა.

ჰიოვედესი 29 წლისაა და დაცვის სამივე პოზიციაზე თამაში შეუძლია. იგი "შალკეს" სკოლის აზრდილია და "ხუმარების" მაისურით დაახლოებით 350 მატჩი აქვს ჩატარებული.

ჰიოვედესი გერმანიის ეროვნულ ნაკრებში 2011 წლიდან თამაშობს და ბუნდესნაკრების ფორმით მოედანზე 44-ჯერ გამოსულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები