ეროვნული ნაკრები, დავით ხოჭოლავა, ვილი სანიოლი
Aa
Aa

სანიოლი: ,,ხოჭოლავამ მითხრა, რომ საკლუბო დონეზე ამ მატჩის ჩატარება არ უნდოდა“

საქართვველოს ეროვნული ნაკრები 25 მარტს, ამხანაგურ მატჩს, მონღოლეთის წინააღმდეგ გამართავს, 28 მარტს კი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში, ნორვეგიას დაუპირისპირდება. ორივე მატჩი ბათუმში შედგება.

მოახლოებული მატჩების წინ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

სააუბარი შეეხო დავით ხოჭოლავას ტრავმას, რომელიც ეროვნული ნაკრების განაცხადიდან ამოვარდა, თუმცა საკლუბო დონეზე 90 წუთით მაინც ითამაშა.

სანიოლმა განმარტა, რომ: ,,მართალია, რომ ხოჭოლავამ გუნდთან ერთად 90 წუთით ითამაშა, თუმცა როგორც თქვენც უკვე იცით, მუხლის ტრავმა აქვს, ეს ამბავი, სამწვრთნელ შტაბში, დიდი ხანია ვიცით. მისმა კლუბმა ძალიან გვთხოვა, რომ მას ეს მატჩი ჩაეტარებინა მიუხედავად იმის, რომ დღეს უკვე საავადმყოფოში მიდიოდა. ის ოპერაციას ხვალ გაიკეთებს და სავარაუდოდ, ხოჭოლავას 6-8 კვირა გაუცდება.

მე მას პარასკევს ვესაუბრე და მითხრა,  რომ საკლუბო დონეზე ამ მატჩის ჩატარება არ უნდოდა, თუმცა სხვა გზა არ ჰქონდა. ამ ეტაპზე, ჩემი მხრიდან სწორი გადაწყვეტილება მისი არ გამოძახება და ოპერაციის დროულად ჩატარება იყო".

დავით ხოჭოლავას ნაცვლად, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დინამო ბათუმის მცველი, მამუკა კობახიძე გამოიძახა.

საწვრთნელი შეკრება თბილისში დღეს, 20 მარტს, დაიწყება და შემდეგ მატჩების მასპინძელ ქალაქში გაგრძელდება. ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ორი დებიუტანტია: დინამო მოსკოვის 20 წლის ნახევარმცველი, ლუკა გაგნიძე და დინამო თბილისის 17 წლის ფეხბურთელი, გაბრიელ სიგუა, რომელიც ვილი სანიოლის სანაკრებო განაცხადს მოგვიანებით დაემატა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების 26-კაციანი განაცხადი:

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი) 

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), სოლომონ კვერკველია (ნეფთჩი, ბაქო, აზერბაიჯანი), ირაკლი აზაროვი (ცრვენა ზვეზდა, ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე (დინამო, თბილისი, საქართველო), საბა საზონოვი (დინამო, მოსკოვი, რუსეთი), ლაშა დვალი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი წიტაიშვილი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), გაბრიელ სიგუა (დინამო, თბილისი, საქართველო) გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), საბა ლობჟანიძე (კარაგუმრუკი, სტამბოლი, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, ნეაპოლი, იტალია), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), დავით ვოლკოვი (საბაჰი, მასაზირი, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია).

მატჩების განრიგი:

➡ 25 მარტი | საქართველო - მონღოლეთი | 18:00 საათი;

➡ 28 მარტი | საქართველო - ნორვეგია | 20:00 საათი;

მარტში გასამართი შეხვედრების პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თითქოს ისევ ჯორჯ ბესტს ვხედავთ“ - გატუზომ ხვიჩასა და ოსიმენზე ისაუბრა
„თითქოს ისევ ჯორჯ ბესტს ვხედავთ“ - გატუზომ ხვიჩასა და ოსიმენზე ისაუბრა