დონეცკის შახტარი, გიორგი გოჩოლეიშვილი, იგორ იოვიჩევიჩი
Aa
Aa

„ლატერალის თვისებები აქვს“ - შახტარის მწვრთნელმა გოჩოლეიშვილზე ისაუბრა

უკრაინის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში გიორგი გოჩოლეიშვილმა „შახტარში“ მეორე მატჩი ჩაატარა, სასტარტოში კი პირველად მოხვდა. მე-18 ტურში დონეცკის „შახტარმა“ ლვოვის „რუხი“ 2:0 დაამარცხა.

საგოლე მომენტებში ქართველ მცველს მონაწილეობა არ მიუღია, მატჩის გამორჩეულ მომენტში გოჩოლეიშვილის თამაშის ერთი ეპიზოდი მოხვდა, როცა ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, თუმცა მისმა თანაგუნდელმა კარისკენ არაზუსტად დაარტყა. ქართველი ფეხბურთელი შესვენებისას შეცვალეს.

მატჩის შემდეგ „შახტარის“ მთავარმა მწვრთნელმა იგორ იოვიჩევიჩმა გიორგი გოჩოლეიშვილზე ისაუბრა: „გიორგი ტიპიური ლატერალია, მას ლატერალისთვის დამახასიათებელი ფიზიკური თვისებები აქვს. კარგია მისი და კონოპლიას კონკურენცია, ეს საინტერესო იქნება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გუნდის თითოეული მოთამაშე თამაშისთვის მზადაა“.

გასული ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გიორგი გოჩოლეიშვილი „საბურთალოდან“ დონეცკის „შახტარში“ გადავიდა, უკრაინულ კლუბში პირველი ოფიციალური მატჩი მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე ჩაატარა, „რუხთან“ კი მარჯვენა მცველის ამპლუაში ვიხილეთ. 

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მონღოლეთთან (25 მარტი) და ნორვეგიასთან (28 მარტი) გასამართი მატჩებისთვის გიორგი გოჩოლეიშვილი ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თითქოს ისევ ჯორჯ ბესტს ვხედავთ“ - გატუზომ ხვიჩასა და ოსიმენზე ისაუბრა
„თითქოს ისევ ჯორჯ ბესტს ვხედავთ“ - გატუზომ ხვიჩასა და ოსიმენზე ისაუბრა