კრიშტიანუ რონალდუ, ჟორჟე ჟეზუსი
Aa
Aa

„მისი სტატუსი ჩემს გადაწყვეტილებებზე არ მოქმედებს“ | ჟორჟე ჟეზუსი რონალდუს გამოძახებაზე

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჟორჟე ჟეზუსმა 41 წლის კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა. „სელესაოს“ დამრიგებელმა რონალდუ ეროვნულ გუნდში გამოიძახა და ჟურნალისტებმა ჰკითხეს, მისგან რას ელოდება.

„მისი წარსული და მიღწევები მნიშვნელოვანი არ არის. რა თქმა უნდა, ეს საკითხები მხედველობაში მიიღება, მაგრამ სწორედ ამჟამინდელი ფორმა განსაზღვრავს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც მატჩებსა და ვარჯიშებზე მივიღებ.

ამ განაცხადში 13 მოთამაშეა, რომლებთანაც უკვე მიმუშავია. ეს გვეხმარება, რადგან ეს გუნდი ახლა იწყებს და არჩევანის გაკეთებისას ეს ფეხბურთელები მნიშვნელოვანნი იყვნენ.

კრისს რაც შეეხება: კრისი ისეთივე მოთამაშეა, როგორც ყველა სხვა. არის შედეგი — თამაშობს, არ არის შედეგი — არ თამაშობს. ასე ვიქცევი ყველასთან. მნიშვნელობა არ აქვს, რომ ეს რონალდუა. დიახ, კრისს განსხვავებული სტატუსი აქვს, მას ხუთი „ოქროს ბურთი“ აქვს მოგებული, მაგრამ მოქმედებს ეს ჩემს გადაწყვეტილებებზე? არანაირად — საერთოდ არანაირად“.

ცნობისთვის, პორტუგალიის ნაკრები ერთა ლიგის A ჯგუფშია. 24 სექტემბერს „სელესაო“ უელსს დაუპირისპირდება, 27-ში — ნორვეგიას შეხვდება, შემდეგ კი დანიასთან და ნორვეგიასთან მატჩები ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნამდვილი კაცები ასე იქცევიან“ | ალი აბდელაზიზის პოსტი სოციალურ ქსელში
„ნამდვილი კაცები ასე იქცევიან“ | ალი აბდელაზიზის პოსტი სოციალურ ქსელში