ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

კვარას გოლი და ასისტი! - ნაპოლიმ ტორინოს 4:0 მოუგო

სერია A-ს მორიგ ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სტუმრად „ტორინოს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, გამანადგურებელი სხვაობით, 0:4 გაიმარჯვა.

ტრადიციულად, ხვიჩა კვარაცხელია „პარტენოპეის“ სასტარტო შემადგენლობაში მოგვევლინა და მატჩის ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. ამ დროის განმავლობაში ხვიჩა მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და შეხვედრა 1-1 გოლითა და საგოლე პასით დაასრულა.

ანგარიში მე-9 წუთზე „ნაპოლიმ“ ოსიმენის გოლით გახსნა, რომელმაც კუთხურიდან პიოტრ ჟელინსკის მიერ ჩაწოდებულ ბურთს საჯარიმოში ზუსტად დახვდა.

35-ე წუთზე კვარას დროც დადგა. ქართველმა შემტევმა მეტოქის საჯარიმოში თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, რომელიც ზუსტად თავადვე შეასრულა და სხვაობა ორბურთამდე გაზარდა.

მეორე ნახევრის დებიუტში ლუჩანო სპალეტის ბრწყინვალე კომბინაციას, რომელშიც მონაწილეობას ხვიჩა კვარაცხელიაც იღებდა ვიქტორ ოსიმენის დუბლი მოჰყვა. აღსანიშნავია კვარას ეფექტური ქუსლი, რომლითაც მან ბურთი ოლივეირას გააყოლა, ამ უკანასკნელმაც ბურთი ოსიმენს გადააწოდა და ანგარიში 0:3 გახდა.

საბოლოო ანგარიში კი 68-ე წუთზე ტანგუი ნდომბელემ დააფიქსირა, რომელიც შეცვლაზე შემოვიდა, გოლის გატანაში კი ხვიჩა დაეხმარა, რომელმაც მეკარესთან პირისპირ დატოვა.

27 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილს 71 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსან „ინტერს“ 21 ქულით უსწრებს. ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას 2 აპრილს, სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ საკუთარ მოედანზე „მილანის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილის ფანტასტიკური რეაქცია - ვალენსია უშანსოდ დამარცხდა
მამარდაშვილის ფანტასტიკური რეაქცია - ვალენსია უშანსოდ დამარცხდა