ნიკა კვეკვესკირი, პოზნანის ლეხი
Aa
Aa

„ეს ცვლილება ლეხის ისტორიაში შევა“ - კვეკვესკირის აღიარება და მაღალი შეფასება

Sofascore-მა კონფერენს ლიგის კვირის სიმბოლურ გუნდში ნიკა კვეკვესკირი შეიყვანა. ქართველმა საყრდენმა, რომელმაც „დიურგარდენთან“ გოლი გაიტანა და საგოლე პასი შეასრულა, მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა, მას 8,6 დაუწერეს.

„დიურგარდენი“ შინ „ლეხთან“ 0:3 დამარცხდა. კვეკვესკირი სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო, პირველ დამატებულ წუთზე გოლი გაიტანა და ანგარიში 0:2 გახდა. მალევე, მეორე დამატებულ წუთზე საგოლე პასი შეასრულა, რომელიც მიხალ სკორასის გოლით დასრულდა. ორი მატჩის ჯამში პოლონეთის მოქმედმა ჩემპიონმა 5:0 გაიმარჯვა.

ავტორიტეტული პოლონური გამოცემა Weszlo კვეკვესკირის შესახებ წერს: „ მისი სითამამე და რისკიანი თამაში ამჯერად პრობლემების განმაპირობებელი არ ყოფილა, ძალიან პროდუქტიული იყო. მან ნახევარ საათზე მცირე დროში ისეთი თამაში აჩვენა, რომელიც მრავალი წელი არ დაგვავიწყდება“.

ნიკა კვეკვესკირმა მიმდინარე სეზონის კონფერენს ლიგაზე ჯგუფურ ეტაპსა და ფლეი-ოფში საერთო ჯამში 9 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო, 1 საგოლე პასი შეასრულა. 

შვედურ კლუბთან საპასუხო მატჩი გიორგი წიტაიშვილმა მაღალი ტემპერატურის გამო გამოტოვა. CrystalSport-ის ცნობით, წიტაიშვილი ვარჯიშს დღეს განაახლებს.

ვილი სანიოლმა მონღოლეთთან (25 მარტი) და ნორვეგიასთან (28 მარტი) გასამართი მატჩებისთვის გიორგი წიტაიშვილი და ნიკა კვეკვესკირი ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ოქროს ბურთის მოგების კანდიდატია“ - ფრეიტასმა ხვიჩაზე ისაუბრა
„ოქროს ბურთის მოგების კანდიდატია“ - ფრეიტასმა ხვიჩაზე ისაუბრა