გიორგი ჩაკვეტაძე, ვლადიმირ ვაისი, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა, სლოვანი
Aa
Aa

ვაისი: „93-ე წუთზე გაშვებული გოლი სპორტული ტრაგედიაა“

კონფერენს ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ბრატისლავას „სლოვანი“ „ბაზელს“ 2:0-ს ამარცხებდა, ორი მატჩის ჯამში 4:2-ს იგებდა, თუმცა მეორე ტაიმში ორი გოლი გაუშვა და პენალტების სერიაში დამარცხდა (1:4). აღსანიშნავია, რომ „სლოვანმა“ მეორე გოლი მეორე ტაიმის მესამე დამატებულ წუთზე გაუშვა.

მატჩის შემდეგ ვლადიმირ ვაისმა განაცხადა, რომ მისმა გუნდმა საუკეთესო მატჩი ჩაატარა:

„ბოლო ორ წელში, რაც „სლოვანის“ მთავარი მწვრთნელი ვარ, გუნდმა საუკეთესო მატჩი ჩაატარა. შესანიშნავად ვითამაშეთ, 3:0-ის ან 4:0-ის მოგება შეგვეძლო. „ბაზელი“ ახალგაზრდა და სწრაფი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. გოლის 93-ე წუთზე გაშვება სამწუხაროა, ეს სპორტული ტრაგედიაა. ხალხისთვის ბრწყინვალე თეატრი იყო“.

„სლოვანის“ ქართველმა ფეხბურთელებმა ჯაბა კანკავამ, გურამ კაშიამ და გიორგი ჩაკვეტაძემ სასტარტოში ითამაშეს. ვლადიმირ ვაისმა „ჩაკვე“ 72-ე წუთზე შეცვალა, კანკავა და კაშია თამაშის ბოლომდე მინდორზე დატოვა, თუმცა მათ პენალტების სერიაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ამ მარცხის შემდეგ „სლოვანი“ კონფერენს ლიგას დაემშვიდობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები