ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ნაპოლიმ ისტორია დაწერა - სპალეტის გუნდი 1/4-ფინალშია

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპი ლუჩანო სპალეტის გუნდმა დამაჯერებლად გაიარა და „აინტრახტს“ ორი მატჩის ჯამში 5:0 მოუგო.

მატჩამდე გერმანელმა ქომაგებმა ნეაპოლის ქუჩები დაარბიეს და ქალაქში არაადამიანურად იქცეოდნენ, რაზეც „ნაპოლიმ“ პასუხი მოედანზე გასცა და მეტოქეს 3:0 მოუგო.

ვიქტორ ოსიმენმა დუბლი შეასრულა, პიოტრ ჟელინსკიმ კი პენალტიდან შეხვედრას წერტილი დაუსვა.

ხვიჩა კვარაცხელია ტრადიციულად ძირითადში იყო და 2-3 რეალური საგოლე მომენტიც შეექმნა, თუმცა კევინ ტრაპმა მას ორივე შეხვედრაში უბრალოდ გოლის გატანის საშუალება არ მისცა და საოცარი ბურთების მოგერიება შეძლო.

ხვიჩას ყველა მომენტი აინტრახტის წინააღმდეგ

ამრიგად, „ნაპოლი“ თავისი არსებობის ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ითამაშებს. სპალეტის გუნდმა ისტორია დაწერა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალების წილისყრა პარასკევს 15:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯუნტოლი: კვარას 3 წელი ვაკვირდებოდით, მან მოლოდინს გადააჭარბა
ჯუნტოლი: კვარას 3 წელი ვაკვირდებოდით, მან მოლოდინს გადააჭარბა