ერლინგ ჰოლანდი
Aa
Aa

ისტორიაში 2-2-ჯერ მხოლოდ 2 ფეხბურთელს აქვს - ჰოლანდმა მესის შედეგი გაიმეორა

ერლინგ ჰოლანდმა „ლაიპციგის“ კარში გატანილი 5 გოლის შემდეგ, L'Équipe-ისგან შეფასება 10/10 მიიღო და ამას ნორვეგიელი კარიერაში უკვე მეორედ აკეთებს.

L'Équipe-მა ჰოლანდს ამ სეზონში 10/10 პირველად მანჩესტერულ დერბიში შესრულებული ჰეთ-თრიკის (და 2 საგოლე პასი) შემდეგ დაუწერა, რომელიც „ქალაქელებმა“ 6:3 მოიგეს.

ერლინგ ჰოლანდამდე მსგავსი შედეგი მხოლოდ ლეო მესის აქვს დაფიქსირებული, რომელმაც ასევე L'Équipe-ისგან 2-ჯერ შეძლო და შეფასება 10/10 დაიმსახურა. პირველად 2010 წელს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „არსენალთან“ მატჩში, როცა ლეომ პოკერი შეასრულა. და მეორედ 2012 წელს, როცა ლეომ „ლევერკუზენს“ ასევე ლიგის მერვედფინალში 5 გოლი გაუტანა.

როგორც მოგეხსენებათ, ჰოლანდი მესისთან და ლუის ადრიანოსთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა, როგორც 1 მატჩში 5 გოლის გამტანი მოთამაშე.

მესის და ჰოლანდის გარდა, L'Équipe-ისგან თითოჯერ შეფასება 10/10 მეკარეებს დომინიკ ლივაკოვიჩს და ალბან ლაფონტს, ასევე კილიან მბაპეს, სერჟ გნაბრის, ლუკას მოურას, დუშან ტადიჩს, ნეიმარს, კარლოს ედუარდო ალვეშს, რობერტ ლევანდოვსკის, ლარს ვინდფელდს, ოლეგ სალენკოს, ფრენკ საუზეს და ბრუნო მარტინს აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველა გარემარბისგან განსხვავდება“ - დი კანიომ კვარა შეაქო
„ყველა გარემარბისგან განსხვავდება“ - დი კანიომ კვარა შეაქო