დეიან სტანოიევიჩი
Aa
Aa

„დაუჯერებელი მნიშვნელობის გამარჯვებაა“ - სტანოიევიჩი სერბეთთან მოგებაზე

წყალბურთში, მსოფლიო თასზე, რომელიც ხორვატიასა და მონტენეგროში იმართება, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა, დეიან სტანოიევიჩის გაწვრთნილმა გუნდმა ფავორიტსა და ოლიმპიურ ჩემპიონს, სერბეთს უმძიმეს ბრძოლაში 23:22 მოუგო.

საქართველოს ნაკრები 6-გუნდიან ჯგუფში 2 მოგებითა და 3 მარცხით მე-5 ადგილზე გავიდა, ტურნირს დაემშვიდობა, თუმცა სერბეთთან გამარჯვებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სერბეთმა, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონია, ჯგუფში ერთადერთი შეხვედრა საქართველოსთან დათმო.

მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების სერბი მთავარი მწვრთნელი დეიან სტანოიევიჩი მედიას ესაუბრა:

„ამ მომენტში ბევრი რამის თქმა შეიძლება, ემოციები მძლავრობს. ზოგადად, ჩვენთვის კარგი ტურნირია. იმედი გვაქვს, რომ ესპანეთთან და საბერძნეთთან მატჩები კარგი გაკვეთილი იყო. მოწინააღმდეგეებს ერთმანეთთან არ შევადარებ. მათთან დაპირისპირება კარგი გაკვეთილია,  უნდა ვისწავლოთ და ეს ცოდნა გამოვიყენოთ მომავალში.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ, მიუხედავად იმისა, რომ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდს მოვუგეთ და ეს ჩვენთვის დაუჯერებელი მნიშვნელობის მატჩია, იმედი მაქვს გვესმის, რომ ასე უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, უნდა გვჯეროდეს და ყოველ მომენტში, როცა შესაძლებელია, მივიღოთ შანსი და ისე ვითამაშოთ, როგორც დღევანდელ მატჩში“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისტორიული მომენტი - საქართველომ ოლიმპიური ჩემპიონი სერბეთი დაამარცხა
ისტორიული მომენტი - საქართველომ ოლიმპიური ჩემპიონი სერბეთი დაამარცხა