ისტორიული მომენტი - საქართველომ ოლიმპიური ჩემპიონი სერბეთი დაამარცხა
Aa
Aa

ისტორიული მომენტი - საქართველომ ოლიმპიური ჩემპიონი სერბეთი დაამარცხა

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა ისტორიული მომენტი დააფიქსირა. „ჩვენებურებმა“ ფავორიტ და ოლიმპირ ჩემპიონ სერბეთის ნაკრებს უმძიმეს ბრძოლაში მოუგეს.

პირველი მეოთხედი საქართველოს უპირატესობით წარიმართა და შედეგი ანგარიშზე აისახა - 4:2. მეორე და მესამე მეოთხედი სერბების იყო და იდენტური ანგარიშით 3:2 მოიგეს.

უკანასკნელი მეოთხედის წინ, ტაბლოზე საყაიმო ანგარიში ფიქსირდებოდა და მეოთხედიც ფრედ 3:3 დასრულდა. ჯამში კი 11:11.

გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერიის დანიშვნა გახდა საჭირო, სადაც საქართველო გაცილებით უკეთესი იყო და გამარჯვება მოიპოვა.(23:22).

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ქართველებმა მეორედ გაიმარჯვეს და სატურნირო ცხრილში 5 ქულით ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები