გიორგი ხარაიშვილის გერმანულ კლუბში ტრანსფერი გადაწყვეტილია?!
Aa
Aa

გიორგი ხარაიშვილის გერმანულ კლუბში ტრანსფერი გადაწყვეტილია?!

თბილისის "საბურთალომ" ბოლო პერიოდში ევროპაში რამდენიმე მოთამაშე გაუშვა და როგორც ირკვევა, რიგში კიდევ ერთი ფეხბურთელი - გიორგი ხარაიშვილია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხარაიშვილის ტრანსფერი, გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის ერთ-ერთ კლუბში, გადაწყვეტილი ამბავია.

კონკრეტულად კლუბი არ სახელდება, თუმცა გერმანულ და ქართულ მხარეს შორის ტრანსფერი ფაქტობრივად შეთანხმებულია და წესით, ფეხბურთელი ახალ გუნდთან კონტრაქტს აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში გააფორმებს.

გიორგი ხარაიშვილი 1996 წელს გახლავთ დაბადებული და ის ბოლო სეზონებში "საბურთალოს" ერთ-ერთი ლიდერი და კაპიტანია.

ახალგაზრდა ნახევარმცველი საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებშიც სტაბილურად თამაშობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები