მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„ამაყი და ბედნიერი ვარ“ - დვალიშვილი რუსის დამარცხების შემდეგ

UFC-ში ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა ყოფილი ჩემპიონი პიოტრ იანი დიდი უპირატესობით დაამარცხა. ცხადია, რუს მეტოქესთან გამარჯვებას პრინციპული მნიშვნელობაც ჰქონდა. „კურიერი P.S“ მერაბ დვალიშვილს ესაუბრა.

მერაბ დვალიშვილი: „მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მგულშემატკივრობდა და ვისაც ამ ბრძოლაში გამარჯვება გაუხარდა. ძალიან ბედნიერი ვარ, გახარებული ვარ. მოვახერხე და შევძელი გამარჯვება, ამით გავახარე ქართველი ხალხი. შევძელი ყოფილი ჩემპიონის დამარცხება. ამაყი ვარ და ბედნიერი.

დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს, თქვენი მხარდაჭერა იგრძნობოდა და ძალიან დიდ ძალას მაძლევდა. გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ და ყველაფერი წინ არის, გამარჯვებები წინ არის, წარმატებები წინ არის“.

შეგახსენებთ, იანთან მერაბმა UFC-ის რეკორდიც დაამყარა. დვალიშვილმა თეიქდაუნის განხორციელება 49-ჯერ სცადა და კეინ ველასკესის მიღწევა გააუმჯობესა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას“ - დვალიშვილი იანის დამარცხების შემდეგ
“დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას“ - დვალიშვილი იანის დამარცხების შემდეგ