გიორგი ჩაკვეტაძე, ვლადიმირ ვაისი, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა, სლოვანი
Aa
Aa

„მეორე ტაიმისთვის ფეხბურთელები უნდა შევაქო“ - ვაისი ბაზელთან მატჩზე

კონფერენს ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში „ბაზელი“ - „სლოვანის“ მატჩი 2:2 დასრულდა. შვეიცარიული კლუბი ორჯერ იგდებდა, თუმცა ვლადიმირ ვაისის გუნდმა ანგარიში ორივეჯერ გაათანაბრა.

ვლადიმირ ვაისი მატჩის შემდეგ: „კარგი შედეგია. ცუდად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ თამაში გამოვასწორეთ, მოგებაც შეგვეძლო და მარცხთანაც ახლოს ვიყავით. პირველი ტაიმი კარგად არ ჩაგვიტარებია, მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ. პირველ ნახევარში ბურთს ადვილად ვკარგავდით, შესვენებაზე ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ბურთზე უფრო ძლიერად უნდა გვეთამაშა. გამარჯვებისთვის საკმარისი სიძლიერე გვქონდა. მეორე ტაიმისთვის ჩემი გუნდის ფეხბურთელები უნდა შევაქო“.

Sofascore-მა გურამ კაშიას 6,4 დაუწერა, რაც „სლოვანში“ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელი იყო. ვაისის გუნდში უფრო უარესი შეფასება მხოლოდ ალექსანდრ ჩავრიჩმა მიიღო, რომელმაც შეტევაში ძალიან ცუდად ითამაშა - 6,0.

გიორგი ჩაკვეტაძეს 6.9 დაუწერეს, რაც ნორმალური შედეგია, თუმცა თუ გიორგის მიერ მიმდინარე სეზონის კონფერენს ლიგაზე „ბაზელთან“ ჩატარებულ შეხვედრას გავიხსენებთ, სადაც მან 2 საგოლე პასი შეასრულა, „ჩაკვესგან“ მოლოდინი ყოველთვის უფრო მეტია. მას ამ შეხვედრაზე დიდი გავლენა არ მოუხდენია, თუმცა ნორმალური შეხვედრა ჩაატარა, მხოლოდ 1 საკვანძო პასი შეასრულა, მისი პასების 82 პროცენტი ზუსტი იყო (34-დან 28 ზუსტი გადაცემა). ასევე, 6 ორთაბრძოლიდან 4 მოიგო. 77-ე წუთზე შეცვალეს.

ჯაბა კანკავას დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია.

საპასუხო მატჩი 16 მარტს ბრატისლავაში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონფერენს ლიგა: სლოვანისა და ბაზელის უხვგოლიანი ფრე შვეიცარიაში
კონფერენს ლიგა: სლოვანისა და ბაზელის უხვგოლიანი ფრე შვეიცარიაში