ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

3 მარტს, გაუწყეთ, რომ „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე იყო წარდგენილი. „კვარას“ კონკურენტები ანხელ დი მარია, ფედერიკო ბესკიროტო, ალექსეი მირანჩუკი და ვიქტორ ოსიმენი იყვნენ და გამარჯვებული გულშემატკივრებს უნდა გამოევლინათ.

რამდენიმე უცხოური გამოცემის მიხედვით, ქომაგების რჩეული კვარაცხელია გახდა და ეს ინფორმაცია ოფიციალურად უახლოეს საათებში დადასტურდება. ამ პრიზის მოპოვების შემდეგ, ცნობილ ვიდეოთამაშში, FIFA 23-ში „კვარას“ სპეციალური ქარდი გამოჩნდება (სტატისტიკა ჯერჯერობით დაზუსტებული არაა) და ქართველ გეიმერებს მისი საკუთარ გუნდში გადაყვანა შეეძლებათ.

შეგახსენებთ, რომ თებერვალში, „ნაპოლიმ“ სერია A-ში 4 მატჩი გამართა და ოთხივე მოიგო. კვარაცხელიამ 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა. მან „სპეციას“, „კრემონეზესა“ და „სასუოლოს“ კარი დალაშქრა, ასისტი კი „სპეციასთან“ გააკეთა.

გეტყვით იმასაც, რომ ქართველი ფეხბურთელის გუნდს 65 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია. „პარტენოპეის“ მომდევნო გაჩერება „ატალანტაა“, რომელსაც საკუთარ კედლებში მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გავარკვიოთ, ვინ არის ნამდვილი კაცი!“ - დვალიშვილის ბოლო პრესკონფერენცია იანამდე
„გავარკვიოთ, ვინ არის ნამდვილი კაცი!“ - დვალიშვილის ბოლო პრესკონფერენცია იანამდე