გიორგი ჩაკვეტაძე, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა
Aa
Aa

კონფერენს ლიგა: სლოვანისა და ბაზელის უხვგოლიანი ფრე შვეიცარიაში

კონფერენს ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ქართველების „სლოვანმა“ სტუმრად „ბაზელთან“ ფრედ ითამაშა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

ბაზელი საერთო ჯამში უპირატესობას ფლობდა, რიგ ეპიზოდებში კოლოსალურსაც, თუმცა ვლადიმირ ვაისის გუნდმა როგორც სჩვევია ხოლმე, მინიმალური შანსები გამოიყენეს.

პირველ ტაიმში სამი გოლი გავიდა. მასპინძლებმა 2:1 მოიგეს.

მეორე ნახევარი კი უფრო ჩაკეტილი და მძიმე იყო. გამათანაბრებელი გოლის მომენტში შეტევა გიორგი ჩაკვეტაძის კარგი პასით დაიწყო და საბოლოოდ აბუბაქარის გოლით დასრულდა.

საბოლოოდ, სლოვაკურმა კლუბმა განმეორებითი მატჩის წინ, ძალიან კარგი შედეგი მიიღო და მომდევნო ეტაპზე გასვლის კარგი შანსი დაიტოვა.

რაც შეეხებათ ქართველებს, გურამ კაშიამ და გიორგი ჩაკვეტაძემ მატჩი სასტარტოდან დაიწყეს. კაშიამ მოედანზე 90 წუთი გაატარა, ჩაკვეტაძე კი 76-ე წუთზე შეცვალეს. ჯაბა კანკავას კი დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია, თუმცა განმეორებით შეხვედრაში მოედანს დაუბრუნდება.

რაც შეეხება მეორე ქართულ გუნდს, პოლონურმა „ლეხმა“ შინ შვედურ „დიურგარდენს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. ნიკა კვეკვესკირსა და გიორგი წიტაიშვილს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ორივე მათგანი თადარიგში დარჩა.

შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩები ზუსტად ერთ კვირაში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიოს ტოპ მეპასეები - კვარაცხელია საუკეთესოთა შორისაა
მსოფლიოს ტოპ მეპასეები - კვარაცხელია საუკეთესოთა შორისაა