საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, U21 ევროპის ჩემპიონატი
Aa
Aa

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე აბონემენტების გაყიდვა იწყება

უეფას 21-წლამდე საფეხბურთო ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა 13 მარტს იწყება. ჩემპიონატი 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება. ჩემპიონატის თამაშებს საქართველოს სამი ქალაქი უმასპინძლებს – თბილისი, ქუთაისი და ბათუმი.

მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა TKT.GE-ზე ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 100 დღით ადრე, 13 მარტს დაიწყება. ბილეთები, პირველ ეტაპზე სპეციალურ ფასად, აბონემენტების ფორმატში გაიყიდება, რომელშიც სტადიონების მიხედვით გაერთიანებული იქნება ჯგუფური და მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები. აბონემენტების გაყიდვა 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

ჯგუფური ეტაპისა და მეოთხეფინალური ეტაპის თამაშების ინდივიდუალური ბილეთების გაყიდვა 1 მაისს დაიწყება.

უეფას 21 წლამდე ჩემპიონატის ნახევარფინალისა და ფინალის ბილეთების რეალიზაცია 26 მაისიდან მოხდება.

ჯგუფური და მეოთხედფინალური ეტაპის მატჩების განრიგი და აბონემენტის ფასები სტადიონების მიხედვით:

თბილისი, პაიჭაძის სტადიონი – A ჯგუფი

  • 21 ივნისი – საქართველო – პორტუგალია
  • 24 ივნისი – საქართველო – ბელგია
  • 27 ივნისი – ნიდერლანდები – საქართველო ​

I კატეგორიის აბონემენტი – 35 ლარი

II კატეგორიის აბონემენტი – 25 ლარი

თბილისი, მესხის სტადიონი – A ჯგუფი

  • 21 ივნისი – ბელგია – ნიდერლანდები
  • 24 ივნისი – პორტუგალია – ნიდერლანდები
  • 27 ივნისი – პორტუგალია – ბელგია
  • 1 ივლისი – მეოთხეფინალური მატჩი A1-2C

I კატეგორიის აბონემენტი – 50 ლარი

II კატეგორიის აბონემენტი – 35 ლარი

ქუთაისი, შენგელიას სტადიონი – C ჯგუფი

  • 22 ივნისი – გერმანია – ისრაელი
  • 25 ივნისი – ინგლისი – ისრაელი
  • 28 ივნისი – ისრაელი – ჩეხეთო ​
  • 2 ივლისი – მეოთხედფინალური მატჩი 1C-2A

I კატეგორიის აბონემენტი – 50 ლარი

II კატეგორიის აბონემენტი – 35 ლარი

ბათუმი, ბათუმი არენა – C ჯგუფი

  • 22 ივნისი – ჩეხეთი – ინგლისი
  • 25 ივნისი – ჩეხეთი – გერმანია
  • 28 ივნისი – ინგლისი – გერმანია

I კატეგორიის აბონემენტი – 35 ლარი

II კატეგორიის აბონემენტი – 25 ლარი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
U21, ევროპის ჩემპიონატი | საფარი 15 სტადიონზე შეიცვლება, რაშიც 12,1 მლნ დაიხარჯება
U21, ევროპის ჩემპიონატი | საფარი 15 სტადიონზე შეიცვლება, რაშიც 12,1 მლნ დაიხარჯება