ხვიჩა კვარაცხელია, გუტი
Aa
Aa

„იმედია, რეალში გადმოხვალ“ - გუტის რეაქცია კვარას ვიდეოზე და მიმართვა ხვიჩას

მადრიდის „რეალის“ ყოფილი ფეხბურთელი, გუტი ცნობილი ესპანური სატელევიზიო გადაცემის, El Chiringuito de Jugones-ის სტუმარი იყო და ბევრ თემაზე ისაუბრა. ესპანელ ლეგენდას Geo Team-თან ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუს მონაკვეთი აჩვენეს, რომელშიც ქართველი შემტევი ამბობს, რომ ფეხბურთი გუტიმ შეაყვარა.

ვიდეოს ნახვის შემდეგ, გუტიმ კვარაცხელიაზე მოკლედ ისაუბრა და განაცხადა: „არ ვიცოდი, მისი კუმირი თუ ვიყავი. კვარა, იმედია რეალში გადმოხვალ. ჩემს ხელმოწერილ მაისურს აუცილებლად გამოგიგზავნი“.

შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა დროს, ხვიჩა „სიტის“ „ნიუკასლს“, „რეალსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუკავშირეს. ცოტა ხნის წინ, Fichajes-მა დაწერა, რომ თუ „სამეფო კლუბმა“ ჯუდ ბელინგემი ვერ შეიძინა, მთელ ყურადღებას „კვარას“ გაფორმებაზე გადაიტანს.

„ნაპოლი“ ქართველი ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებს და როგორც Il Mattino წერს, მხარეებს შორის ახალი კონტრაქტი აუცილებლად გაფორმდება. იტალიური გამოცემის მიხედვით, „ნაპოლიმ“ „კვარასგან“ ხელშეკრულების 2028 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივებაზე თანხმობა უკვე მიიღო და ყველაფერი დროის ამბავია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე ლაურენტისი: „ფიფამ მილიარდები მოიპარა, ლაციო პასიურად გვეთამაშა“
დე ლაურენტისი: „ფიფამ მილიარდები მოიპარა, ლაციო პასიურად გვეთამაშა“