გადაწყდა - რეალი აზარს ზაფხულში გაყიდის
ნელ-ნელა მადრიდის „რეალის“ და ედენ აზარის გზები იყოფა. „სამეფო კლუბმა“ ბელგიელი შემტევის გაყიდვა გადაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
მისი თქმით, მომავალ კვირაში კლუბის ხელმძღვანელობა და ფეხბურთელი ერთმანეთს შეხვდებიან და დეტალებზე ისაუბრებენ. „რეალში“ არის განცდა, რომ ედენი ზაფხულში „სამეფო კლუბს“ დატოვებს.
მადრიდული გრანდი გადაწყვეტილებას სარფიანი წინადადების შემთხვევაში მიიღებს. უფასოდ კი მის გაშვებას არ აპირებს. ცნობისთვის, აზარმა მიმდინარე სეზონში, კონკრეტულად კი ლა ლიგაში უკანასკნელად 11 სექტემბერს ითამაშა.
Discussions will take place in the next weeks between Real Madrid and Eden Hazard’s camp — his last appearance in La Liga was on September 11. ???????? #Real
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) March 6, 2023
Feeling internally is for Hazard to leave the club in the summer, in case of good bid/opportunity.
???? https://t.co/NMPheW9nvN pic.twitter.com/PpItJkEhJL
შეგახსენებთ, რომ აზარი მადრიდულ კლუბს 2019 წლის ზაფხულში „ჩელსიდან“ 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, მაგრამ გაცემული ავანსები ვერ გაამართლა. დღემდე ბელგიელმა შემტევმა „ბლანკოსის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 73-ჯერ მოირგო, 7 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.