მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

რუსი მებრძოლი: „იანი მერაბზე 3 თავით მაღლა დგას, აუცილებლად დააფინიშებს“

რუსულმა გამოცემამ, Metaratings-მა MMA-ის მებრძოლის, დიმიტრი არიშევის სიტყვების შემდეგ, რუსული საბრძოლო ორგანიზაციის, AMC Fight Nights-ის ჩემპიონის, დიმიტრი ბიკრევის განცხადება გაავრცელა. ამ უკანასკნელმა მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ჩხუბზე ისაუბრა და ქართულ-რუსულ დაპირისპირებაზე პროგნოზი გააკეთა.

„ვფიქრობ, ახლა იანი ძალიან მოტივირებული და დამუხტულია. ბოლო ორ ჩხუბში, შედარებით მოშვებული იყო, მერაბთან კი მაგარი გამოსვლა უნდა გვაჩვენოს. დვალიშვილთან გასამართ ბრძოლას მოუთმენლად ველოდები და ვთვლი, რომ ოქტაგონზე ნაპერწკლებს ვიხილავთ.

ჩემი აზრით, მერაბი პიოტრის დონეზე არ იმყოფება. დვალიშვილი იანს ჭიდაობაშიც ვერაფერს დაუპირისპირებს, სისწრაფეზე და სტრაიკინგზე ხომ საუბარიც ზედმეტია. იანი მასზე სამი თავით მაღლა იმყოფება და ბრძოლას ნაადრევად დაასრულებს“.

შეგახსენებთ, რომ იანმა ბოლოს შონ ომალის წინააღმდეგ იჩხუბა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა, თუმცა ბევრი ქომაგის აზრით, მოგება მას ეკუთვნოდა. რუს მებრძოლს კარიერაში 20 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 16 მოგება და 4 მარცხია. დვალიშვილს რაც შეეხება, მერაბმა ბოლოს ლეგენდარული ჟოზე ალდო დაამარცხა და სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში მესამეა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ტვენტეს პირველი გუნდის კარზე დააკაკუნა“ - ეგოიანი განსაკუთრებული ისტორიით
    „ტვენტეს პირველი გუნდის კარზე დააკაკუნა“ - ეგოიანი განსაკუთრებული ისტორიით