მადრიდის რეალი, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

The Athletic: ანჩელოტი წავა, თუ რეალი სეზონს უტიტულოდ დაასრულებს

The Athletic-ის ინფორმაციით, თუ მადრიდის „რეალი“ სეზონს უტიტულოდ დაასრულებს, კარლო ანჩელოტი პოსტს დატოვებს. მიმდინარე სეზონის დაწყებამდე კარლო ანჩელოტიმ კლუბის ხელმძღვანელებს უთხრა, რომ გუნდს გაძლიერება სჭირდებოდა, ტრანსფერები მოითხოვა, თუმცა ფლორენტინო პერესისგან უარყოფითი პასუხი მიიღო.

63 წლის იტალიელმა სპეციალისტმა იცის, რომ სეზონის უტიტულოდ დასრულება პოსტის დატოვებას ნიშნავს.

ანჩელოტი მადრიდულ გრანდს 2013-15 წლებში წვრთნიდა, 2014-15 წლების სეზონის გაზაფხულში „სამეფო კლუბს“ ტიტული არ მოუპოვებია (იგულისხმება ლა ლიგა, ესპანეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა), რასაც ანჩელოტის წასვლა მოჰყვა. 2021 წელს ანჩელოტი „რეალში“ დაბრუნდა, გასულ სეზონში „სამეფო კლუბმა“ ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, სეზონი შთამბეჭდავად წარმატებული იყო.

ლა ლიგაში 24 ტურის შემდეგ „ბარსელონა“ 62 ქულით პირველ ადგილზეა, მეორე პოზიციას „რეალი“ 53 ქულით იკავებს. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, მერვედფინალური სტადიის პირველ შეხვედრაში „ლივერპული“ შინ „რეალთან“ 2:5 დამარცხდა. საპასუხო მატჩი 16 მარტს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართება.

ანჩელოტის „რეალთან“ მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის პირველ ივლისს ეწურება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ტვენტეს პირველი გუნდის კარზე დააკაკუნა“ - ეგოიანი განსაკუთრებული ისტორიით
    „ტვენტეს პირველი გუნდის კარზე დააკაკუნა“ - ეგოიანი განსაკუთრებული ისტორიით