ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

„ძალიან გაბრაზებული ვარ“ - ტენ ჰაგი ლივერპულთან მარცხზე

პრემიერ ლიგის 26-ე ტურში „ლივერპულმა“ ენფილდზე „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლა და 7:0 გაანადგურა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ „წითელი ეშმაკების“ მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა კატასტროფული მარცხის მიზეზებზე ისაუბრა.

რას ამბობს ტენ ჰაგი:

ვფიქრობ, პირველი ტაიმი ღირსეულად ჩავატარეთ, თუმცა შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე დაცვის ორგანიზებაში ერთი შეცდომა დავუშვით. მეორე ტაიმში უბრალოდ არ ვყოფილვართ. ეს თამაში საერთოდ ახლოსაც არ იყო ჩვენს სტანდარტებთან. არ იყო გუნდურობა, ეს იყო არაპროფესიონალიზმი. რა თქმა უნდა, ძალიან გაბრაზებული ვარ.

ამავდროულად გაკვირვებულიც ვარ, რადგან ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვხედავდი, რომ გუნდი ხალისით თამაშობდა და ყოველთვის მოგებისთვის იბრძოდა. მეორე ნახევარში კი საერთოდ არ გვქონდა გამარჯვების განწყობა. არ მივყევით დასახულ გეგმას და ჩვენი საქმე საერთოდ ვერ გავაკეთეთ.

მეტოქეს საპასუხო დარტყმას ვერ ვაყენებდით და ეს ნამდვილად არაპროფესიონალური იყო. წარსულში ვნახეთ, თუ რა შეიძლება დაგვემართოს „ბრენტფორდთან“ და „მანჩესტერ სიტისთან“. ეს რა თქმა უნდა საკმაოდ დიდი მარცხია, რაც უბრალოდ მიუღებელია. ნამდვილად იმედგაცრუებული და გაბრაზებული ვარ. ეს გარკვეულწილად ჩვენი დღევანდელი რეალობის შემოწმებაცაა, რომელიც გადამწყვეტად უნდა მივიღოთ.

ცნობისთვის, „ლივერპულმა“ ისტორიაში პირველად შეძლო „მანჩესტერ იუნაიტედის“ 7-ბურთიანი სხვაობით დამარცხება, თავის მხრივ კი „წითელმა ეშმაკებმა“ პრემიერ ლიგაში პირველად გაუშვეს 7 ბურთი.

26 ტურის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედი“ სატურნირო ცხრილში 49 ქულით მესამე ადგილს იკავებს, „ლივერპული“ კი 42 ქულით მე-6 პოზიციაზე აღზევდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„წარმოუდგენელია, რომ ეს მანჩესტერ იუნაიტედთან შევძელი“ - სალაჰი ლივერპულის საუკეთესო მეგოლეა
„წარმოუდგენელია, რომ ეს მანჩესტერ იუნაიტედთან შევძელი“ - სალაჰი ლივერპულის საუკეთესო მეგოლეა