მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

პიოტრ იანის მწვრთნელი: „მერაბი სერიოზული მეტოქე არაა“

UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი მომდევნო ჩხუბს 12 მარტს გამართავს და პიოტრ იანს დაუპირისპირდება. რუსი მებრძოლის მწვრთნელმა, კაირატ ნურმაგანბეტოვმა РБК Спорт-თან აღნიშნულ ჯახზე ისაუბრა და პროგნოზი გააკეთა.

„თქვენ იანის გაუმჯობესებულ ვერსიას იხილავთ. ვინ გაიმარჯვებს? რა თქმა უნდა, პიოტრი. იგი ბრძოლას ნაადრევად დაასრულებს. ჩემი აზრით, მერაბი მთლად სერიოზული მოწინააღმდეგე არაა. ალჯამეინ სტერლინგი უფრო ძლიერია. ზოგადად, სუსტი მეტოქე არ არსებობს და თითოეულ ბრძოლაში, ბიჭები ყველაფერს ჩამოდიან. ისინი ერთმანეთს შეერკინებიან და თავიანთ სტილს აჩვენებენ“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, მერაბთან ჩანიშნულ ჯახზე პიოტრ იანმაც ისაუბრა და განაცხადა: „ტოპ 5-ის სხვა მებრძოლები დაკავებული იყვნენ, მერაბი კი მე-3 ადგილზეა და ვფიქრობ, საინტერესო ორთაბრძოლა იქნება. არის თუ არა ეს პრინციპული დაპირისპირება? ვერ ვიტყოდი, რომ პრინციპული ჩხუბია, მაგრამ სპორტული ინტერესი ნამდვილად არსებობს და მგონია, რომ ჩემი მხრიდან პროფესიონალიზმის გამოჩენა იქნება თუ ასე ვიფიქრებ. ჩემთვის ამ გამარჯვების მოპოვება საჭირო და ძალიან მნიშვნელოვანია“.

ცნობისთვის, დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა ლეგენდარული ჟოზე ალდოს წინააღმდეგ გამართა. „მანქანამ“ მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა და წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, თავისი წონითი დივიზიონის რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა ამ წუთისთვის, მესამეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ემპოლის მწვრთნელი: კვარა და ოსიმენი ნებისმიერ გუნდს შეაშინებენ
ემპოლის მწვრთნელი: კვარა და ოსიმენი ნებისმიერ გუნდს შეაშინებენ