„ემპოლი კარგი გუნდია, რთული მატჩი გველოდება“ - რა თქვა ლუჩანო სპალეტიმ
Aa
Aa

„ემპოლი კარგი გუნდია, რთული მატჩი გველოდება“ - რა თქვა ლუჩანო სპალეტიმ

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენცია გამართა და „ემპოლისთან“ ჩანიშნულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც ხვალ გაიმართება.

„შარშან ემპოლისთან დავმარცხდით და იმ წაგების შემდეგ, პროგრესისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. ემპოლი ძლიერი გუნდია და საჭიროა, მათი კომპაქტური განლაგება გავშალოთ. ემპოლის მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს და გუნდმა იცის, მოედანზე პოზიცია სწორად როგორ შეარჩიოს. შეგვიძლია, ვიკარიო გამოვარჩიოთ, რომელზეც ახლა ყველა ლაპარაკობს. მის გარდა, პარიზი და ბალდანციც კარგი მოთამაშეები არიან და გაისად, მათ გადაყვანას დიდი კლუბები შეეცდებიან. ყველაფერი მიუთითებს, რომ რთული შეხვედრა გვექნება და აუცილებელია, მაღალი დონე ვაჩვენოთ. საკუთარ თავს უფლებას არ მივცემთ, რომ ეიფორიაში ჩავვარდეთ. ეს პიროვნული ზრდის შეწყვეტის განმაპირობებელი ფაქტორი იქნება. ჩვენ გვინდა, ნეაპოლი მაქსიმალურად კმაყოფილი იყოს. ვგრძნობთ უდიდეს სიყვარულს, სენსაციაცა და სიახლოვეს, რომლებიც ნეაპოლელებს ჩვენ მიმართ აქვთ. არ ვაპირებთ, შეცდომები დავუშვათ და ჩვენი მიზანია, გულშემატკივრები გავახაროთ.

რა ხდება შესაძლო როტაციასთან დაკავშირებით? ფრანკფურტის შემდეგ, ფეხბურთელებს დასასვენებლად დღე მივეცით. შეგვეძლო, აღდგენითი ვარჯიშები ჩაგვეტარებინა, მაგრამ ჩვენ ისე ვმუშაობთ, რომ დაღლილობას დაღლილობა არ დავამატოთ. ყველა ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს და ვეცდებით, რაც შეიძლება, ნაკლები მოთამაშე შევცვალოთ. ნაპოლი მოდელია იტალიური ფეხბურთისთვის? არ ვიცი, კლუბს ამ სტატუსის მიღება თუ შეუძლია. ჩვენი მიზანია, ლამაზი ფეხბურთი ვითამაშოთ და მაქსიმალურად კარგ შედეგებს მივაღწიოთ. რა თქმა უნდა, კომპლიმენტები ძალიან სასიამოვნოა. ცვლილებებს რაც შეეხება, დი ლორენცო სათამაშოდ ყოველთვის მზადაა და რატომ უნდა ეძებო მისი შემცვლელი? იგივე ხდება ოსიმენთან მიმართებით, რომელიც მე-80 წუთზე მისი შეცვლის გამო ჩხუბობს. იგი ამ სენტიმენტს თანაგუნდელებს გადასცემს, თუმცა არიან ისეთი მოთამაშეები, რომლებსაც რამდენიმე კილომეტრის შემდეგ დასვენება სჭირდებათ“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ 62 ქულა აქვს და „ინტერს“ 15 ქულით უსწრებს. „პარტენოპეისა“ და „ემპოლის“ დაპირისპირება 25 თებერვალს, თბილისის დროით 21:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ცოტა შოკირებულნი ვიყავით, ძალიან თავხედი იყო“ - ჩორლუკამ ხვიჩაზე ისაუბრა
„ცოტა შოკირებულნი ვიყავით, ძალიან თავხედი იყო“ - ჩორლუკამ ხვიჩაზე ისაუბრა