Aa Aa
19 აგვისტო 2017  |  14:34

ჰიონესი დემბელესა და ბარსელონაზე: "ეს არასწორი საქციელია"

უსმან დემბელს სატრანსფერო საგა ერთ-ერთი ყველაზე დრამატულია.

მოგეხსენებათ, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა ვარჯიშზე უარი განაცხადა და "დორტმუნდს" ტრანსფერზე დაყენებას სთხოვს. გერმანულმა კლუბმა კი იგი დასაჯა. დემბელე განუსაზღვრელი ვადით მოიკვეთა გუნდიდან და მას, მხოლოდ განცალკევებით ვარჯიშის უფლება აქვს.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა თავისი პოზიცია დააფიქსირა: "დემბელეს, რომ ასეთი რამ მიუნხენში გაეკეთებინა, იგი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ყოველი გაცდენილი ვარჯიშის გამო 100 ათასი ევროთი დაისჯებოდა", - ამბობს ჰიონესი.

"თუ, დემბელეს ქმედებების უკან "ბარსელონა" დგას, მაშინ ამ გუნდის მიმართ პატივისცემას დავკარგავ. ეს, არასწორი საქციელია".

"თუ, "ბორუსია" უსმანის სანაცვლოდ 130 მილიონ ევროს ან მეტს მიიღებს, ეს მათთვის ძალიან ხელსაყრელი იქნება, იმიტომ, რომ დემბელე ამაზე გაცილებით ნაკლები ღირს. ამ თანხით რამდენიმე დემბელეს ყიდვა შეიძლება". - განაცხადა ჰიონესმა.

შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებები ჯერჯერობით ჩიხშია შესული და ფრანგი ფეხბურთელის მომავალი გაურკვეველია.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები