ისლამ მახაჩევი, ალექსანდერ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„მივცეთ ხალხს ის, რაც უნდათ“ - ვოლკანოვსკიმ მახაჩევი გამოიწვია

UFC-ის მსუბუქ წონით კატეგორიაში შესაძლოა ალექსანდერ ვოლკანოვსკისა და ისლამ მახაჩევის საჩემპიონო ორთაბრძოლის რემატჩი ვიხილოთ.

ამასთან დაკავშირებით ინტერესი უკვე გამოთქვა ავსტრალიელმა მებრძოლმა, ახლა კი მახაჩევის პასუხი დარჩა საჭირო.

გუშინ ისლამმა საკუთარ Twitter-გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, წარწერით - „ვინ არის შემდეგი?“, რასაც უმალ დაერთო ალექსანდერ ვოლკანოვსკის კომენტარიც - „მოდი, ეს კიდევ ერთხელ გავაკეთოთ და ხალხს ის მივცეთ, რაც მათ სურთ!“

ჯერჯერობით უცნობია, რას გადაწყვეტს ისლამ მახაჩევი, თუმცა MMA-ს სამყაროში აქტიურად იწერება, რომ ორივე მებრძოლი მატჩ-რევანშის გამართვაზე თანახმაა და შესაძლოა ამ ყელაფერს მალე ოფიციალური სახეც მიეცეს.

შეგახსენებთ, რომ ვოლკანოვსკი და მახაჩევი ეთმანეთს 12 თებერვალს, ავსტრალიაში დაუპირისპირდნენ და მაშინ ისლამმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ასეთი რთული ბრძოლა მჭირდებოდა“ - მახაჩევი VS ვოლკანოვსკი ბრძოლის შემდეგ
„ასეთი რთული ბრძოლა მჭირდებოდა“ - მახაჩევი VS ვოლკანოვსკი ბრძოლის შემდეგ