ისრაელ ადესანია, ალექს პერეირა
Aa
Aa

ადესანია: „ქამარი არ მაინტერესებს, უბრალოდ მინდა პერეირა დავამარცხო“

UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ისრაელ ადესანიამ ალექს პერეირასთან გასამართ ჩხუბზე ისაუბრა. „უკანასკნელმა სტაილბენდერმა“ განაცხადა, რომ მისთვის საჩემპიონო ქამარი უმნიშვნელოა და უბრალოდ უნდა, პერეირა დაამარცხოს.

„არასდროს ყოფილა მომენტი, როცა პერეირასთან ჩხუბის წინ, მოტივირებული არ ვყოფილვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში, საკუთარ თავზე ზეწოლას ვახორციელებ. საჩემპიონო ქამრის დედაც, სხვა ყველაფრის დედაც, პერეირა უნდა დავამარცხო და ჩემი მთავარი მოტივაცია უბრალოდ მასთან გამარჯვების მოპოვებაა.

UFC-ში 5 წელია ვიმყოფები და სიმართლე გითხრათ, არ მგონია, აქ კიდევ 5 წელი გავატარო. ეს საქმე ძალიან მიყვარს და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ვარ, მაგრამ ცხოვრებაში სხვა რაღაცების გაკეთება მსურს. არ მინდა, MMA-ზე ვიყო დამოკიდებული და ჩემი მიზანია, უმაღლეს დონეზე მყოფი წავიდე“.

შეგახსენებთ, რომ პერეირამ ადესანია UFC 281-ის ეგიდით გამართულ ბრძოლაში დაამარცხა და მეტოქე ბოლო რაუნდში დაანოკაუტა. „უკანასკნელი სტაილბენდერი“ მთელი ბრძოლის განმავლობაში კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ მე-5 რაუნდში პერეირას შესანიშნავ კომბინაციებსა და მარცხენა ჰუკს ვერაფერი მოუხერხა. ადესანია და პერეირა მომდევნო ბრძოლას ჩვენი დროით 8 აპრილს გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ“ - სასუოლოს მწვრთნელი კვარაზე
„ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ“ - სასუოლოს მწვრთნელი კვარაზე