ხვიჩა კვარაცხელია, მამუკა ჯუღელი
Aa
Aa

ჯუღელი: ხვიჩასთვის ნეაპოლი სახლია, იტალიაში სხვაგან არასდროს ითამაშებს

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი იტალიურ CN24-ს ესაუბრა და რამდენიმე საინტერესო კითხვას უპასუხა, მათ შორის ხვიჩას მომავალზე დასმულ შეკითხვასაც.

მადრიდის რეალის ინტერესის შესახებ

„მე ხვიჩას წარმომადგენელი ვარ. ის მხოლოდ მე და მამამისს გვიკავშირდება. არ არსებობს არანაირი მესამე პირი, რომელიც მას წარმოადგენს, როგორც ამას ესპანეთში წერენ. როგორც ვთქვი, დიახ, სხვა კლუბების მხრიდან დიდი ინტერესია. კვარა ამჟამად მხოლოდ სკუდეტოსა და ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრობს, ის მხოლოდ ნაპოლისთან ერთად მატჩების მოგებაზე ფიქრობს“.

კვარა იტალიაში მხოლოდ ნაპოლის მაისურით ითამაშებს

„ის იზრუნებს ნეაპოლელთათვის ბედნიერების მოტანაზე. კვარას ნეაპოლი უყვას. იქ ყოფნა უყვარს. მან მითხრა, რომ იტალიაში საფეხბურთო თვალსაზრისით, საკუთარ თავს მხოლოდ ნეაპოლში ხედავს. ნაპოლის გარდა, იგი სხვა იტალიურ კლუბში არასდროს ითამაშებს. ნეაპოლში ხვიჩა თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში“.

კონტრაქტის განახლება

„კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, ამ დროისთვის შემოთავაზება არ მიგვიღია. მაგრამ, მე ნაპოლის ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობა მაქვს და თუ რაიმე სიახლე იქნა, აუცილებლად გაგაგებინებთ“.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. იტალიური პრესა რამდენიმე დრის წინ წერდა, რომ კლუბი მას ანაზღაურებას გაუორმაგებდა და ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
DAZN-მა ხვიჩა ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა
DAZN-მა ხვიჩა ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა