საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, თელ ავივის გრანდ სლემი
Aa
Aa

თელ ავივის გრანდ სლემზე ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ცნობილია

ხვალიდან, ისრაელის ქალაქ თელ-ავივში ძიუდოისტთა გრანდ სლემი აიღებს სტარტს, რომელიც 19 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე 6 ძიუდოისტით იასპარეზებს. ქართველი ძიუდოისტები ჩვენი ქვეყნის ღირსებას 7-დან 5 კგ. წონით კატეგორიაში დაიცავენ.

ცოტა ხნის წინ, ოფიციალური კენჭისყრა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც ძიუდოისტებმა საწყისი მეტოქეების ვინაობა შეიტყვეს.

-60 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ღირსებას ლუხუმ ჩხვიმიანი დაიცავს, რომელსაც პირველ წრეში მეტოქედ თურქმენელი ჰაკბერდი ჯუმაიევი ერგო.

-66 კგ. წონით კატეგორიაში ორი ძიუდოისტით ვიქნებით წარმოდგენილები. ლაშა ნადირაძე საწყის შეხვედრაში გერმანელს მარტინ სეტზს შეხვდება, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი, ვაჟა მარგველაშვილი კი იტალიელ ფაბიო ბაზილეს დაუპირისპირდება.

-73 კგ. წონით კატეგორიაში იქნება მიხეილ ბახბახაშვილი, რომელიც პირველ წრეში აზერბაიჯანელ ნურლან ოსმანოვს შეერკინება.

-90 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზებს ბექა ღვინიაშვილი, რომელიც პირველ წრეში დაისვენებს, მეორე წრეში კი ბულგარელ ივაილო ივანოვსა და ისრაელის წარმომადგენელ, გაი გურევიჩს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

-100 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ღირსებას ვარლამ ლიპარტელიანი დაიცავს, რომელიც პირველ წრეში უკრაინელ ანტონ სავიტსკის დაუპირისპირდება.

საქართველოს დელეგაციას წარმომადგენლები -81 და 100+ კგ. წონით კატეგორიებში არ ეყოლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გაჩერებას არ ვაპირებ, წინ კიდევ ბევრი მიზანი მაქვს“ - შავდათუაშვილი პარიზული ტრიუმფის შემდეგ
„გაჩერებას არ ვაპირებ, წინ კიდევ ბევრი მიზანი მაქვს“ - შავდათუაშვილი პარიზული ტრიუმფის შემდეგ