ტაილერ ჰირო, ჯეისონ ტეიტუმი, დემიენ ლილარდი, იანის ანტეტოკოუნმპო, ბადი ჰილდი, ტაირიზ ჰალიბერტონი, პაოლო ბანკერო, ანფერნი სიმონსი, ჯორდან კლარკსონი, კოლინ სექსტონი, უოკერ კესლერი, ჯაბარი სმიტ ჯუნიორი, ლაური მარკანენი
Aa
Aa

NBA-ის ოლ-სტარი | ჩატენვების, სამქულიანებისა და უნარების კონკურსების მონაწილეები

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რიგით 72-ე ოლ-სტარი სოლტ ლეიქ სიტიში გაიმართება და „იუტა ჯაზის“ საშინაო არენაზე ჩატარდება. ღონისძიება ადგილობრივი დროით, 17 თებერვალს დაიწყება და ყველა ვარსკვლავის მატჩი 19 თებერვალს გაიმართება. რამდენიმე საათის წინ, იმ კალათბურთელების ვინაობა გახდა ცნობილი, რომლებიც ჩატენვების, სამქულიანებისა და უნარების კონკურსებში მიიღებენ მონაწილეობას.

უნარების კონკურსი

ანტეტოკოუნმპოს გუნდი - იანის ანტეტოკოუნმპო, თანასის ანტეტოკოუნმპო, ალექს ანტეტოკოუნმპო.

იუტა ჯაზის გუნდი - ჯორდან კლარკსონი, კოლინ სექსტონი, უოკერ კესლერი.

ახალწვეულების გუნდი - პაოლო ბანკერო, ჯაბარი სმიტ ჯუნიორი, ჯეიდენ აივი.

3-ქულიანების კონკურსი

ჯეისონ ტეიტუმი, კევინ უერტერი, ტაილერ ჰირო, ტაირიზ ჰალიბერტონი, ბადი ჰილდი, დემიენ ლილარდი, ანფერნი სიმონსი, ლაური მარკანენი. საინტერესოა, რომ მიმდინარე სეზონში, სამქულიანების საუკეთესო პროცენტი იუტა ვატანაბეს აქვს და იგი პერიმეტრიდან 48 პროცენტით უტევს, თუმცა NBA-ის რჩეულთა შორის ვერ მოხვდა, რის გამოც ლიგა ბევრმა გააკრიტიკა.

ჩატენვების კონკურსი

ჯერიკო სიმსი, მაკ მაკლანგი, ტრეი მერფი მესამე, კეი ჯეი მარტინი. ჩატენვების კონკურსის მსაჯები ჯამალ კროუფორდი, ლიზა ლესლი, კარლ მელოუნი, ჰაროლდ მაინერი და დომინიკ უილკინსი იქნებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პასკუალი: „ხვიჩა ეგოისტი არაა, გუნდურ ფეხბურთს თამაშობს“
პასკუალი: „ხვიჩა ეგოისტი არაა, გუნდურ ფეხბურთს თამაშობს“