უკრაინის ნაკრების ფეხბურთელმა ვარჯიშის დროს კლინიკური სიკვდილი განიცადა
Aa
Aa

უკრაინის ნაკრების ფეხბურთელმა ვარჯიშის დროს კლინიკური სიკვდილი განიცადა

მსოფლიო საფეხბურთო სამყარო დიდ ტრაგედიას გადაურჩა. უკრაინის ნაკრებისა და „ზორია ლუგანსკის“ ფეხბურთელს, ოლეგ დანჩენკოს ვარჯიშის დროს გულის შეტევა დაემართა, თუმცა საბედნიეროდ, გუნდის ავსტრიელმა ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.

შემთხვევა 12 თებერვალს მოხდა. მისი გუნდი ახალი სეზონისთვის საწვრთნელ შეკრებას თურქეთსი გადის. ორი დღის წინ გუნდი ვარჯიშს ატარებდა, რა დროსაც 28 წლის ფეხბურთელი მოულოდნელად შეუძლოდ გახდა. როგორც უკრაინული მედია წერს, ექიმებმა მისი გადარჩენა შემთხვევით შეძლეს. გულის შეტევის დროს, დანჩენკოს სამჯერ გაუჩერდა გული და კლინიკური სიკვდილიც განიცადა. საბედნიეროდ, გუნდის ავსტრიელ ექიმებს სამედიცინო ინვენტარში დეფიბრილატორი ჰქონდათ, რომლითაც ფეხბურთელისთვის სიცოცხლის შენარჩუნება შეძლეს.

უკრაინელი ფეხბურთელი სასწრაფოდ გადაიყვანეს სამედიცინო განყოფილებაში და ამ დრომდე რეანიმაციაშია მოთავსებული, სადაც დამატებითი გამოკვლევები უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ცნობები არ ვრცელდება.

ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როდესაც ოლეგ დანჩენკოს მოულოდნელად გულის შეტევა დაემართა, ეს ყველაფერი კი ერთ შემთხვევასთან არის დაკავშირებული. 2022 წელს უკრაინელი ფეხბურთელი მეუღლესთან ერთად ავტოავარიაში მოყვა. ავარიის შედეგად, მისი ცოლი გარდაიცვალა, დანჩენკომ კი თავის ტრავმა მიიღო, რომელიც თავს ამ დრომდე ახსენებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არგენტინაში სროლის შედეგად 19 წლის ფეხბურთელი მოკლეს
არგენტინაში სროლის შედეგად 19 წლის ფეხბურთელი მოკლეს