ვენაში ავსტრიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მოკლეს
Aa
Aa

ვენაში ავსტრიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მოკლეს

ავსტრიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ვოლკან კაჰრამანი ვენაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

Mirror-ის ინფორმაციით, მკვლელობა ერთ-ერთ ბართან მოხდა, თავდასხმის შემდეგ კი მკვლელმა თავი მოიკლა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი და ვეტერანი ფეხბურთელები ბიზნესპარტნიორები იყვნენ. მათ მკვლელობის ადგილას ჯერ შეკამათება მოუვიდათ, რომელიც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებასა და საბოლოოდ მკვლელობაში გადაიზარდა.

კაჰრამანი სხვადასხვა წლების განმავლობაში „ვენის ავსტრიას“, „ფეინოორდისა“ და „ექსელსიორის“ ღირსებას იცავდა.

მოკლულის ოჯახს უკვე მიუსამძიმრა „ვენის ავსტრიამ“, რომელმაც სამძიმრის წერილი გაავრცელა:

„ვოლკან კაჰრამანი დღეს, სულ რაღაც 43 წლის ასაკში გარდაიცვალა. ყოფილი ნახევარმცველი წლების განმავლობაში ჩვენი კლუბის ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, 1995 წელს კი ნიდერლანდებში გადაბარგდა კაჰრამანი კლუბში 2003 წლის ზაფხულში დაბრუნდა „ავსტრიასთან“ ერთად არაერთი ტიტული მოიგო. ბოლოს ის კლუბის მენეჯმენტში მუშაობდა. გვსურს მივუსამძიმროთ დაღუპულის ოჯახსა და მის ახლო მეგობრებს, მათ გამძლეობას ვუსურვებთ. მშვიდად განისვენე, ვოლკან“.

გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი „ექსელსიორის“ წარმომადგენლებმაც გამოუცხადეს.

ვოლკან კაჰრამანს ავსტრიის ეროვნულ ნაკრებში 2002 წელს სამი შეხვედრა აქვს ჩატარებული. მან საფეხბურთო კარიერა 2009 წელს დაასრულა, რის შემდეგაც წლების განმავლობაში როგორც მწვრთნელად, ისე სპროტულ დირექტორადაც მუშაობდა. ბოლოს ის ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა და ვრცელდება ვერსია, რომ ის ბიზნესსფეროში ინტერესთა კონფლიქტს შეეწირა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეალი, ბარსა და იუვე სუპერ ლიგის განახლებისთვის ემზადებიან
რეალი, ბარსა და იუვე სუპერ ლიგის განახლებისთვის ემზადებიან