ESPN: ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებს შეუთანხმდა
ESPN Brazil-ის ცნობით, ბრაზილიის ნაკრებს კარლო ანჩელოტი გაწვრთნის. მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია. ანჩელოტი, რომელცი მადრიდის „რეალს“ წვრთნის, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „სამეფო კლუბს“ დატოვებს და 2023 წლის ივლისში „სელესაოსთან“ სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს. აღნიშნულის თაობაზე „რეალის“ ბრაზილიელი ფეხბურთელები, როდრიგო და ვინისიური ინფორმირებულნი არიან.
გასული წლის დეკემბერში UOL Esporte იუწყებოდა, რომ კარლო ანჩელოტი მზად იყო სეზონის დასრულების შემდეგ „რეალი“ დაეტოვებინა.
შეგახსენებთ, ტიტემ წარუმატებელი მუნდიალის შემდეგ პოსტი დატოვა და თანამდებობა ვაკანტურია.
63 წლის კარლო ანჩელოტი „რეჯინას“, „იუვენტუსს“, „მილანს, „ჩელსის,“ პსჟ-ს, მიუნხენის „ბაიერნს“, „ნაპოლისა“ და „ევერტონს“ წვრთნიდა. გამოცდილ სპეციალისტს იტალიის ნაკრებში მუშაობის გამოცდილება აქვს, 1992-95 წლებში იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, არიგო საკის ასისტენტი იყო.