გალტიემ დაადასტურა: მესი ბაიერნთან ითამაშებს
პსჟ-ს ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ლიონელ მესი მოედანს უბრუნდება, გუნდურ სავარჯიშო პროცესში მონაწილეობას შემდეგი კვირის ორშაბათს (13 თებერვალს) მიიღებს, რაც ნიშნავს, რომ „ბაიერნთან“ მატჩს სრულ მზადყოფნაში შეხვდება. მოგვიანებით, ინფორმაცია ფრანგული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კრისტოფ გალტიემაც დაადასტურა.
Le point médical avant #ASMPSG@Aspetar
— Paris Saint-Germain (@PSG_inside) February 10, 2023
ლიგა 1-ის შემდეგ ტური პსჟ „მონაკოს“ ესტუმრება (11 თებერვალი). 15 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ შეხვედრაში პარიზული კლუბი მიუნხენურ გრანდს მიიღებს. ამ შეხვედრას არგენტინელი ფეხბურთელი მზადყოფნაში შეხვდება.
შეგახსენებთ, საფრანგეთის თასის 1/8-ფინალში პსჟ „მარსელთან“ 1:2 დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა. ამ შეხვედრაში მესიმ მცირე ტრავმა მიიღო. „ეკიპი“ წერდა, რომ ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო შესაძლოა მესის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა გამოეტოვებინა, თუმცა 35 წლის არგენტინელი მომჯობინებას მოასწრებს.
მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგისა და ლიგა 1-ის მატჩების გათვალისწინებით მესიმ 23 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი შეაგდო და 14 საგოლე პასი შეასრულა.