თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიამ 10 ქულა ჩააგდო - ვირტუს ბოლონიას ფიასკო ბარსელონასთან

თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ ევროლიგაზე დამარცხდა. იტალიელებს ზედიზედ ორი მოგება ჰქონდათ და პლეიოფისთვის იბრძოდნენ, თუმცა საკუთარ კედლებში გამართულ შეხვედრაში, „ბარსელონას“ ვერაფერი დაუპირისპირეს და 75:92 განადგურდნენ.

„ვირტუს ბოლონიამ“ საშინლად იასპარეზა და უშანსოდ წააგო. „ბარსამ“ პირველი მეოთხედი 5 ქულით მოიგო, შესვენებაზე კი 20-ქულიანი უპირატესობით გავიდა. მე-3 ათწუთეულში, „ბლაუგრანა“ 37 ქულით იგებდა და გადამწყვეტ პერიოდში თავს მოდუნების უფლება მისცა. „ვირტუს ბოლონიამ“ ბოლო მეოთხედი 36:18 მოიგო და სირცხვილს ასე თუ ისე გადაურჩა.

შენგელიამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 17 წუთი და 20 წამი გაატარა. ამ დროში, ქართველმა კალათბურთელმა აქტივში 10 ქულა, 4 მოხსნა (2 მეტოქის ფარზე) და 1 დაფარება ჩაიწერა. თორნიკემ 5-დან 4 ბურთი ჩააგდო, 4-დან 2 საჯარიმო გამოიყენა და 2 დაკარგვა ჰქონდა.

ამრიგად, „ვირტუს ბოლონიას“ 11 მოგება და 13 წაგება აქვს და ევროლიგაში მე-12 გახლავთ. ევროპული კალათბურთის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე იტალიელთა მომდევნო მეტოქე „ბასკონიაა“, რომელსაც 24 თებერვალს დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როგორი შთაბეჭდილება მოახდინა ვარჯიშებზე - კარლსრუეს თავკაცმა ბუდუზე ისაუბრა
როგორი შთაბეჭდილება მოახდინა ვარჯიშებზე - კარლსრუეს თავკაცმა ბუდუზე ისაუბრა